ბელა ხოტენაშვილმა მსოფლიო ინტელექტუალურ თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
ჩინეთში დაიწყო მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები, რომლის პროგრამაშიც ჭადრაკს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შეჯიბრებაში 16-16 უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობს. ასპარეზობის პირველი ორი დღე რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი) ორთაბრძოლებს დაეთმო.

შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად გამართულ ქალთა ტურნირში 6 ქულით პირველი ადგილი ჩინელმა თან ჟუნმა დაიკავა. 4.5-4.5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები ბელა ხოტენაშვილმა, ცზიუ ვენძიუნმა (ჩინეთი) და კატერინა ლაგნომ (რუსეთი) გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი ხოტენაშვილს ერგო. ნანა ძაგნიძე 3.5 ქულით მეექვსე იყო.

ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი,
5), 2. რუსლან პონომარიოვი (უკრაინა, 5), 3. ლენიერ დომინგესი (კუბა, 4.5).

გუშინ ბლიცტურნირი დაიწყო. მეტოქეები ორ-ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. სულ 30 ტური გაიმართება. 10 ტურის შემდეგ ვალენტინა გუნინას (რუსეთი) 10 ქულა აქვს, ძაგნიძესა და ხოტენაშვილს - 5-5 ქულა. ვაჟებში 7.5-7.5 ქულით დინ ლიჟენი (ჩინეთი) და პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი) დაწინაურდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიაწექიტ გოგოებო ბლისსი ნანას უკეტ აქვს საქმე ბელა ჯერჯერობიტ ბოლოა
0
ყოჩაღ ბელა!გილოცავთ!
sano
13:48 29-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული