ნანა ძაგნიძემ ფიდეს გრან პრის მეორე რაუნდი მე-4 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
ბოლო სამ ტურში სამი მარცხი და საბოლოოდ მე-4 ადგილი - ასეთი შედეგით დაასრულა ასპარეზობა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ ირანის დედაქალაქ თეირანში, რომელმაც მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის მეორე რაუნდს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 12 უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობდა, მათ შორის - ორი საქართველოდან.

23 თებერვალს ბოლო ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ნატალია პოგონინასთან (რუსეთი) წააგო. წინა ორ ტურში პია კრამლინგსა (შვედეთი) და ცზიუ ვენძიუნთან (ჩინეთი) დათმო პარტიები. რომ არა ფინიშზე განცდილი ფიასკო, ქართველ დიდოსტატს პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებოდა - იგი ხომ
გამარჯვებულ ვენძიუნს მხოლოდ ქულით ჩამორჩა.

მე-11 ტურში ნინო ბაციაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონ პია კრამლინგს დაუზავდა და 3 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) 0.5:0.5, სარასადათ ხადემალშარიეხი (ირანი)-ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) 0:1, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-ჟაო სიუე (ჩინეთი) 0.5:0.5, ჰამპი კონერუ (ინდოეთი)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 0:1.

საბოლოო შედეგები: ცზიუ ვენძიუნი-7.5, სარასადათ ხადემალშარიეხი, ჟაო სიუე-7-7, ნანა ძაგნიძე, ნატალია პოგონინა-6.5-6.5, ჰამპი კონერუ-6, ნატალია ჟუკოვა-5.5, ჰარიკა დრონავალი, ვალენტინა გუნინა, პია კრამლინგი-4.5-4.5, ანტოანეტა სტეფანოვა-3.5, ნინო ბაციაშვილი-3 ქულა.

ქალთა გრან პრის მესამე ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე იტყვიან სამეგრელოში ვავაო სწორედ. სადაც ტოტალიზატორი ჩაერია ყველგან თავდაყირა დგება ყველაფერი ეს უკვე ჩემპიონი მეგონა სამი ტურით ადრე ისეთი უპირათესობა ქონდა სხვებთან და კი დაუსვია 3,5-იანი კუშები თავის წაგებებზე და რა გინდათ რეიტინგს კიდევ სხვა ტურნირებში მიხედავს. არ მეგონა ამ ვითომ სპორტშიც თუ ამ დონეზე იყო ყველაფერი გასვრილი. ბოლო ორ შეხვედრაში მე ჭადრაკის გარტყმაში ოდნავ თუ ვარ და მე ვითამაშებდი ყაიმებს ხელს მაინც შევუშლიდი. არა გრცხვენია ქალო საქართველოს შენი ეიმედება და რაღას შვრები.
........
13:45 24-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული