ნანა ძაგნიძე ფიდეს განახლებულ რეიტინგში მერვე პოზიციაზეა

AutoSharing Option
ფიდემ, იანვრის შედეგების გათვალისწინებით, მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა საუკეთესო ათეულს 2673 პუნქტით ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს. შემდეგ მოდიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2583), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2558), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2554), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2454), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2537), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2529), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2529), პია კრამლინგი (შვედეთი, 2521).

საუკეთესო ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, არიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2502), 19. ლელა ჯავახიშვილი (2489), 20.
ნინო ბაციაშვილი
(2485), 38. სალომე მელია (2452), 58. ნინო ხურციძე (2414), 73. მერი არაბიძე (2390), 92. სოფიკო გურამიშვილი (2374).

ვაჟთა მსოფლიოს ათეული ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2844), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2798), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2785), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2784), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2783), უესლი სო (აშშ, 2773).

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა 2673 პუნქტით 69-ე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნინო ხურციძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული