ორი ქალი და 14 მამაკაცი - საქართველოს ჩემპიონს ნოკაუტსისტემა გამოავლენს

AutoSharing Option
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 15 იანვარს დაიწყება საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 75-ე ეროვნული ჩემპიონატი (ტურნირის დირექტორი ზურაბ მიქაძე, მთავარი მსაჯი მარგალიტა თანდაშვილი), რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 წარმომადგენელი იბრძოლებს მედლებისთვის (მათ შორის ორი მანდილოსანია).

ესენი არიან: მიხეილ მჭედლიშვილი (2626), ლევან ფანცულაია (2598), დავით ჯოჯუა (2579), ლუკა პაიჭაძე (2564), მერაბ გაგუნაშვილი (2541), ნანა ძაგნიძე (2535), დავით მაღალაშვილი (2524), კონსტანტინე შანავა (2521), თორნიკე სანიკიძე (2513), ლელა ჯავახიშვილი (2486), დავით ბენიძე (2466), გიგა ყუფარაძე (2444), ირაკლი ბერაძე (2427), გიორგი სიბაშვილი (2364), ნოე
თუთისანი (2356), ბაჩანა მორჩიაშვილი (2340).

ტურნირი ჩატარდება ნოკაუტსისტემით. თითოეულ რაუნდში მოჭადრაკეები ითამაშებენ ორ-ორ კლასიკურ პარტიას ფინალების ჩართვით. თუ ეს გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, მესამე დღეს ტაიბრეიკები დაინიშნება.

პირველ-მესამე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსდებიან.

ჩემპიონატზე საუკეთესოები მედლებთან ერთად ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან. ჩემპიონს გადაეცემა საპრიზო ფონდიდან 6.000 ლარი და ჭადრაკის ფედერაციის გრანტი 1.500 ლარი. ვერცხლისპრიზიორი - 5.500 (4.500+1.000), ხოლო მესამეადგილოსანი 4.000 (3.500+500) ლარს მიიღებს. მეოთხე ადგილზე 2.500 ლარია დაწესებული, ხოლო V-VIII ადგილებზე გასულთ 500-500 ლარი შეხვდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული