ფიდეს საახალწლო რეიტინგში ნანა ძაგნიძე მეშვიდეა

AutoSharing Option
დეკემბრის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ მოჭადრაკეთა საახალწლო რეიტინგები გამოაქვეყნა. ქალთა პირველ ათეულში ადგილი შეინარჩუნა ნანა ძაგნიძემ, მაგრამ წინა თვესთან შედარებით სამი საფეხურით უკან დაიხია და მეშვიდეა.

საუკეთესო ასეულს 2673 ქულით უწინდებურად ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს. ათეულში შემდეგ მოდიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2585), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2554), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2550), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2548), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2537), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2529), პია კრამლინგი (შვედეთი, 2523).

ქართველთაგან ქალთა საუკეთესო ასეულში, ძაგნიძის
გარდა, არიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2502), 19. ლელა ჯავახიშვილი (2486), 20. ნინო ბაციაშვილი (2485), 38. სალომე მელია (2452), 58. ნინო ხურციძე (2414), 72. მერი არაბიძე (2390), 92. სოფიკო გურამიშვილი (2374).

ვაჟთა ათეულში ასეთი მდგომარეობაა: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2844), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2798), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2792), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2785), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2784), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2783), უესლი სო (აშს, 2773).

ქართველთაგან ასეულში მხოლოდ ბაადურ ჯობავაა, რომელიც 2673 პუნქტით 69-ეა.

20 წლამდე გოგონებში მხოლოდ ორი წარმომადგენელი გვყავს - 16. თვრამეტწლამდელებში - ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი (2321), 57. ნატო იმნაძე (2212).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული