ყატარის ტურნირი: ბელა ხოტენაშვილი მესამეზე გავიდა

AutoSharing Option
ყატარში დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 130.000 დოლარი), რომელშიც ოთხი ქართველი დიდოსტატი ქალი მონაწილეობდა.

შარშან მსგავს შეჯიბრებაში მანდილოსანთა შორის ბელა ხოტენაშვილმა გაიმარჯვა. გუშინ, 29 დეკემბერს, ბოლო ტურში მან ინდოელ ჰარტიშ რაჯას აჯობა და ხუთ ქულას მოუყარა თავი. ამდენივე ქულა მოაგროვა ალინა კაშლინსკაიამ (რუსეთი), რომელსაც უკეთესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ხვდა. ქართველი მოჭადრაკე მესამე იყო. ბელამ და ალინამ ქალებისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდი გაიყვეს - თითოეულს 3.250 დოლარი ერგო.

პირველ ადგილზე ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (8.000 დოლარი) გავიდა.

ქართველთაგან ბოლო
ტურში ნანა ძაგნიძემ ნგუენ ლი ტაოს (ვიეტნამი) მოუგო, ნინო ბაციაშვილი, რომელმაც სენსაციით დაიწყო ტურნირი (პირველ ტურში შავებით მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუზავდა), ნოდირბეკ აბდუსატოროვს (უზბეკეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, სოფიკო გურამიშვილი კი აბჰიმანუ პურანიკთან (ინდოეთი) დამარცხდა.

საბოლოოდ ქართველთა სამეულის მონაგარი ასეთია: ძაგნიძე - 4, ბაციაშვილი - 3.5, გურამიშვილი - 3 ქულა.

ტურნირის მთავარი პრიზი (27.000 დოლარი) ნორვეგიელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა დაიმსახურა. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუზავდა ვლადიმირ კრამნიკს (რუსეთი) და 7 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

ყატარის ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა,  ჩინელმა იუი იანმა ხუთსაათიანი პაექრობის შემდეგ უესლი სოს (აშშ) გააჩერებინა საათი და ქულებით ლიდერს გაუთანაბრდა.

ტაი ბრეიკში კარლსენმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე იანი (16.000) გავიდა, მესამე ადგილი კრამნიკს (12.000) ხვდა. ვაჟებში ფულადი პრიზებით 20 საუკეთესო დაჯილდოვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
aba Tqven iciT
მეტი რა ქნან გოგონებმა ამ პლანეტის ჩემპიონები კი არიან და თუ დაელოდები მატჩს სხვადასხვა პლანეტებს შორის აი იქ ვნახოთ
sano
14:23 28-01-2016
0
მოუმატეთ თამაშშს,რა მოგივიდათ რასაც ჭადრაკის ფედერაცია გიკეტებთ დაფასება ხო უნდა
aba Tqven iciT
10:41 03-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული