"თქვენი მადლიერია სახელმწიფო და ერი იმისათვის, რაც გააკეთეთ საქართველოს პოპულარიზაციისათვის და იმისათვის, რაც გაუკეთეთ საზოგადოებას თქვენი მორალური პოზიციით", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისას.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. მის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბოლო პერიოდში არაერთი ქალი დააჯილდოვა.
წყარო: interpressnews.ge