ყატარის ტურნირში მეწინავეებს ქართველი დიდოსტატები საგრძნობლად ჩამორჩებიან

AutoSharing Option
ყატარში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

გუშინ, 27 დეკემბერს, მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. 5 ქულით ერთპიროვნულად მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) მეწინავეობდა. გუშინ იგი თეთრებით ანიშ გირის (ჰოლანდია) დაუზავდა.

ლიდერთა ჯგუფიდან ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: იუი იანი (ჩინეთი)-ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა)-ვესლი სო (აშშ), სერგეი კარიაკინი (რუსეთი)-ნი ჰუა (ჩინეთი), ჰარიკრიშნა (ინდოეთი)-დარიუშ სვერჩი (პოლონეთი), ხოლო შაჰრიარ მამედიაროვმა (აზერბაიჯანი) სურია განგულის (ინდოეთი) აჯობა, სანან სიუგიროვმა (რუსეთი) დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) დაამარცხა.

ამდენად, შვიდი ტურის შემდეგ 5.5-5.5 ქულით
კარლსენი, მამედიაროვი და სიუგიროვი დაწინაურდნენ. 16 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. მათ საგრძნობლად ჩამორჩებიან ქართველი დიდოსტატები.

მე-7 ტურში სოფიო გურამიშვილი ჩიტამბარამ არავინდხთან (ინდოეთი) დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა შაჰ საგარს (ინდოეთი) სძლია, ხოლო ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი, შესაბამისად, ვენკატეშს (ინდოეთი) და ათუშა პარკუშიანს (ირანი) დაუზავდნენ.

დღეს ბოლოსწინა, მე-8 ტურში კარლსენი შავი ფიგურებით მამედიაროვთან გაარკვევს ურთიერთობას. ქართველები კი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: როი პრანტიკი (ინდოეთი)-ხოტენაშვილი (3.5), პიერ ლუიჯი ბასო (იტალია)-ძაგნიძე (3), ვენკატეში (ინდოეთი)-გურამიშვილი (3), ჰონუსვემი კონგუველი (ინდოეთი)-ბაციაშვილი (2).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული