მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე, რომელიც რჩევებს ტელეფონით იღებდა, ფიდემ მკაცრად არ დასაჯა

AutoSharing Option
საქართველოს ორგზის ჩემპიონი, დიდოსტატი გაიოზ ნიგალიძე წლეულს გაზაფხულზე დუბაიში, საერთაშორისო ტურნირზე სომეხ ტიგრან პეტროსიანთან თამაშისას ტელეფონის საშუალებით რჩევების მიღებაში ამხილეს და შეჯიბრებიდან მოკვეთეს.

მას შემდეგ ქართველ მოჭადრაკეს არსად უთამაშია. მან ღია წერილით მოუბოდიშა სომეხ დიდოსტატს. პეტროსიანიც უმალ გამოეხმაურა ნიგალიძეს:

"გაიოზ, შენს ბოდიშს ვიღებ, რადგანაც ნებისმიერი შეიძლება შეცდეს. მიმაჩნია, რომ ადამიანს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს... ჭადრაკში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, არსებობს წესები, რომელთაც არ უნდა გადაუხვიო. იმასაც არ დავმალავ, რომ შენს დისკვალიფიკაციას მხარს ვუჭერ".

ფიდეს ეთიკის კომისიამაც მიიღო ქართველი მოჭადრაკის დისკვალიფიკაციის
გადაწყვეტილება - გაიოზ ნიგალიძე 2018 წლის 5 სექტემბრამდე ვერც ერთ ტურნირში ვერ ითამაშებს, ფიდეს ვერც ერთ ღონისძიებას ვერ დაესწრება და დიდოსტატის წოდებაც ჩამოერთვა.

რადგანაც გაიოზმა აღიარა და გაიაზრა დანაშაული, ფიდეს განცხადებით, კომისია ნიგალიძის უფრო მკაცრად დასჯას მოერიდა - მას საერთაშორისო ოსტატის წოდება შეუნარჩუნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უარესის ღირსია ეს შემარცხვენელი

"ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ" - იყვირა სომეხმა :-)
მერაბი გ.
06:43 26-12-2015
0

სიახლეები პოპულარული