ყატარის საერთაშორისო ტურნირი: კარლსენი ბაციაშვილის ჯავრს სხვებზე იყრის

AutoSharing Option
მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერი, ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ყატარის დიდი საერთაშორისო ტურნირის სტარტზე ქართველ დიდოსტატ ნინო ბაციაშვილთან მხოლოდ ყაიმს დასჯერდა.

იმ შეხვედრაში დაკარგული ნახევარი ქულის გამო ჯავრს ახლა სხვებზე იყრის - ზედიზედ სამი პარტია მოიგო: ჯერ ჩიტამბარამ არავინდხის (ინდოეთი) აჯობა, მერე დანიილ იუფას (რუსეთი) და იან-კშიშტოფ დუდას (პოლონეთი) გააჩერებინა საათი, 3.5 ქულას მოუყარა თავი და ოთხ დიდოსტატთან ერთად მეწინავეობს.

სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლი ჩაო (ჩინეთი) და ანიშ გირი (ჰოლანდია) ლიდერობდნენ. გუშინ ისინი დაზავდნენ.

მეწინავეთა ჯგუფის კიდევ ორი პარტია ასე
დამთავრდა: უესლი სო (აშშ)-ვლადიმირ აკოპიანი (სომხეთი) 1:0, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი) 0:1.

ქართველთა პარტიები ასე დამთავრდა: კიდამბი სანდარარაიანი (ინდოეთი)-სოფიო გურამიშვილი 1:0, ნინო ბაციაშვილი-აჰუა როჰანი (ინდოეთი) 0:1, პონტუს კარლსონი (შვედეთი)-ნანა ძაგნიძე 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-ალექსეი სლავინი (რუსეთი) 1:0.

ოთხი ტურის შემდეგ: მაგნუს კარლსენი, ანიშ გირი, მაქსიმ მატლაკოვი, ლი ჩაო, უესლი სო - 3.5-3.5, 19 მოჭადრაკეს 3-3 ქულა აქვს, ხოტენაშვილი, გურამიშვილი - 1.5-1.5, ძაგნიძე, ბაციაშვილი - 1-1 ქულა.

დღეს, მე-5 ტურში ითამაშებენ: კარლსენი-ლი ჩაო, გირი-სო, მატლაკოვი-კრამნიკი... ხოტენაშვილი-პიერ ლუიჯი ბასო (იტალია), გურამიშვილი-ალინა კაშლინსკაია (რუსეთი), ძაგნიძე-იური გორიაჩკინი (რუსეთი), აზიზ ჰუსეინ ნეზადი (ყატარი)-ბაციაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული