ჩაქვი. ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი: ბაციაშვილი დაწინაურდა

AutoSharing Option
ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია. მერე წარმატებით ითამაშა ჩინეთში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე. და აი, მეექვსე დღეა, წინსვლას მშობლიურ აჭარაში განაგრძობს - ჩაქვში მიმდინარე ქალთა ინდივიდუალურ მე-16 ევროპის ჩემპიონატზე 24 მაისს მან თეთრი ფიგურებით ერთპიროვნული ლიდერი მიხაელა სანდუ (რუმინეთი) დაამარცხა და ექვსი შესაძლებლობიდან 5.5 ქულით თავად ჩაუდგა სათავეში გათამაშების ცხრილს.

სანდუ ჩვენებურს ნახევარი ქულით ჩამორჩება. ათმა მოჭადრაკემ 4.5-4.5 ქულას მოუყარა თავი, მათ შორის არიან მერი არაბიძე და სალომე მელია.

24 მაისს არაბიძემ ნინო ხურციძეს მოუგო, მელიამ კი
დარია ჩაროჩკინას (რუსეთი) აჯობა. ქართველთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი)-ბელა ხოტენაშვილი 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ინა გაპონენკო (უკრაინა) 0.5:0.5, ეკატერინა ატალიკი (თურქეთი)-მირანდა მიქაძე 0.5:0.5, სოფიკო გურამიშვილი-ვლადა სვირიდოვა (რუსეთი) 1:0, სვეტლანა მატვეევა (რუსეთი)-ნატო იმნაძე 1:0, კუბრა ოზთურქი (თურქეთი)-მაია ლომინეიშვილი 0:1, ინგა ჭარხალაშვილი-ხაიალა ისკანდაროვა (თურქეთი)1:0, ელენა სედინა (იტალია)-ნინო ხომერიკი 1:0, ინგა ხურცილავა-იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი) 0:1, სოფიო გვეტაძე-ციალა ქასოშვილი 1:0, მარტინა კორენოვა (ჩეხეთი)-ალექსანდრა ვახანია 1:0, მერი ჟორჟოლიანი-ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 1:0, ოლივია კიოლბასა (პოლონეთი)-მარიამ თევზაძე 1:0, მარიამ ჭოლაძე-ანა ჰაირაპეტიანი (სომხეთი) 0:1, ანა გავაშელი-ნინო ჯალაღონია 1:0, ნარმინ სოიუნლუ (აზერბაიჯანი)-მადონა ბოკუჩავა 0:1, აისელ მამადოვა (აზერბაიჯანი)-ანა კუჭავა 0:1, ზეჰრა ტოპელი (თურქეთი)-თამარ ხმიადაშვილი 0.5:0.5, ოლენა მარტინკოვა (უკრაინა)-დიანა ლომაია 1:0.

25 მაისს მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართება. ბაციაშვილი ევროპის ექსჩემპიონ ჰოანგ თან თრანგს (უნგრეთი) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული