საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ჩვენმა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირის ბოლო, მე-9 ტურში მასპინძელთა გუნდს ანგარიშით 2.5:1.5 სძლია. გამარჯვება მერი არაბიძემ იზეიმა, დანარჩენი სამი პარტია კი ყაიმით დასრულდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 17 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე, რუსეთთან ყაიმის გარდა, ყველა შეხვედრა მოიგო.

დღევანდელი პარტიები ასე დასრულდა:

ტან ჟონგი - ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5
დინგ იხსინი - სალო მელია  0.5:0.5
შენ იანგი - მერი არაბიძე 0:1
ლეი ტინგჯი - ნინო ბაციაშვილი
0.5:0.5

საქართველოს ნაკრებს პირველობისთვის ბოლო ტურში ფრეც აძლევდა ხელს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი ვიდეო,რა გახდა.ასეთ ისტორიულ მოვლენას თუ არ გააშუქებენ.ჩვენი ტელევიზიები.ვულოცავ ერს ,ყოჩახ ქალბატონებო
Zaza
18:40 30-04-2015
0
ხომ ხედავთ გენეტიკას და ტრადიციას რა შეუძლია. მათ ნიჭს კიდევ უფრო ფართე გზა, რომ მიეცეს ყოფითი პრობლემები მაინც არ უნდა აწუხებდეთ.
ამდენად, სახელმწიფომ უნდა ითავოს მათი წახალისება, რადგან მარტოოდენ რაინდობის მინიჭება არ კმარა. თუ არადა ხალხმა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ეს მისია.
თემური
11:46 30-04-2015
0

სიახლეები პოპულარული