საქართველომ სომხეთს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნის

AutoSharing Option
27 აპრილს, ჩინეთში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მერვე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:1 და ტურნირის მოგებისთვის ბოლო ტურში ყაიმიც ჰყოფნის.

მე-8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 15 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ რუსეთს 2 ქულით უსწრებს. ბოლოსწინა ტურში რუსმა მოჭადრაკეებმა დაძაბულ ბრძოლაში უკრაინას სძლიეს - 2,5-1,5. მოიგო მესამეადგილოსანმა ჩინეთმაც, რომელმაც აშშ-ს აჯობა (2,5-1,5) და 11 ქულა აქვს.

ბოლო ტურში, რომელიც 28 აპრილს გაიმართება, ქართველი მოჭადრაკეები ტურნირის მასპინძელ ჩინეთს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონობისთვის მათ ყაიმიც დააკმაყოფილებთ.

კურსოვა მარია-ბაციაშვილი ნინო 0:1
არაბიძე მერი-გალოაინი ლილიტი 1:0
მიკრტიჩიანი ლილიტი-ჯავახიშვილი ლელა 1:0
ხოტენაშვილი ბელა-დანიელიანი ელინა 1:0.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოუგეს ჩინელებსაც და ჩემპიონები გახდნენ. გენაცვალეთ გოგოებოო
შაკო
11:53 28-04-2015
0
ნინო, მერი, ლელა და ბელა, წარმატებას გისურვებთ! ქართველი ქალის გენია უკვდავია!
უძლევი
04:02 28-04-2015
0

სიახლეები პოპულარული