ჭადრაკი თოვლში?

AutoSharing Option
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა გამოაცხადა, რომ განაცხადი გააკეთა ჭადრაკის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანაზე.

"გუშინ ვესაუბრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომაშ ბახს და მოვილაპარაკეთ, რომ 19 აგვისტოს ლოზანაში, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში შევხვდებით ერთმანეთს. გვინდა, რომ ჭადრაკი წარმოდგენილი იყოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და უკვე მომზადებული გვაქვს შესაბამისი განაცხადი.

ჩვენს იდეას მხარს უჭერს ასამდე ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. გასულ წელს 108 ქვეყანას ვესტუმრე. შევხვდი არა მხოლოდ ჭადრაკის ფედერაციების პრეზიდენტებს, არამედ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეებსა და სპ
ორტის მინისტრებს.

ზამთრის ოლიმპიადაზე სტარტები ორ ბლოკად იქნება დაყოფილი. დილის ბლოკი - დღის რვიდან 15 საათამდე. 19 საათიდან კი დაიწყება საღამოს პროგრამა - ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი და ა. შ. 15-დან 19 საათამდე კი პაუზაა. ჭადრაკს არ სჭირდება სათხილამურო ტრასები ან რაიმე სპეციალური შენობა.

შეგვიძლია ტურნირი ჩვეულებრივ სასტუმროში მოვაწყოთ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც წარმოდგენილი არ არის ზამთრის სახეობებში, რადგან თოვლი და სავარჯიშოდ შესაბამისი პირობები არ გააჩნიათ", - განაცხადა ილუმჟინოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული