თბილისი. ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრი. IX ტური: ფინიშამდე ორი ტურით ადრე

AutoSharing Option
25 თებერვალს, ერთდღიანი შესვენების შემდეგ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრის მე-3 რაუნდის გათამაშება განახლდა.

მე-9 ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ევგენი ტომაშევსკიმ (რუსეთი) მორიგი გამარჯვება იზეიმა - ამჯერად ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსტამ კასიმჯანოვს (უზბეკეთი) აჯობა.

დაზავდნენ დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-ანიშ გირი (ჰოლანდია), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი)-ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-ლენიერ დომინგესი (კუბა).

დიდხანს გაგრძელდა ბაადურ ჯობავას და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის (საფრანგეთი) პარტია. 75-ე სვლაზე ჯობავამ საათი გაჩერა და გათამაშების ცხრილში მე-4 წაგება ჩაეწერა.

ცხრა
ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 7, იაკოვენკო - 5,5, რაჯაბოვი - 5, კასიმჯანოვი, მამედიაროვი, დომინგესი, გირი - 4,5-4,5, ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი, გრიშჩუკი - 4-4, სვიდლერი - 3,5, ანდრეიკინი - 3-3 ქულა.

26 თებერვალს, მე-10 ტურში ითამაშებენ: რაჯაბოვი-გირი, დომინგესი-მამედიაროვი, სვიდლერი-გრიშჩუკი, ვაშიე-ლაგრავი-იაკოვენკო, კასიმჯანოვი-ჯობავა, ანდრეიკინი-ტომაშევსკი.

გრან პრის მესამე რაუნდი 27 თებერვალს მე-11 ტურით დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული