ქართველმა მოჭადრაკეებმა ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს

AutoSharing Option
იერუსალიმში  24 თებერვალს მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო (საპრიზო ფონდი 110.000 ევრო), რომელშიც ოცდაცამეტი ქვეყნის 248 წარმომადგენელი მონაწილეობს.

მედლებისთვის ბრძოლაში ქართველი დიდოსტატებიც ჩაებნენ. ესენი არიან: საქართველოს ჩემპიონები - ლევან ფანცულაია და ნინო ბაციაშვილი, წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსპრიზიორები - მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ჯოჯუა.

24 თებერვალს, პირველ ტურში ჩვენებს საკმაოდ სუსტი მეტოქეები ჰყავდათ: ლევან ფანცულაია (2615) დაბალი რეიტინგის მქონე მასპინძელს - საარ დრორის (2173) 49-ე სვლაზე დაუზავდა.

ქართველთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ვლადიმირ ჩუბარი (უკრაინა, 2066)-მიხეილ მჭედლიშვილი (2586) 0:1,
შაკედ ტიფერესტი (ისრაელი, 2001)-დავით ჯოჯუა (2579) 0:1, ნინო ბაციაშვილი (2475)-ორი კოჩივი (ისრაელი, 1607) 1:0.

შეჯიბრებაში 2700-იანთა კლუბის ექვსი წარმომადგენელი ასპარეზობს. ორი მათგანი გუშინ ყაიმს დასჯერდა: ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2711) შავებით რიჩარდ ფორსტერს (შვეიცარია, 2446) დაუზავდა, ხოლო ფრანცისკო ვალიეხომ (ესპანეთი, 2706) თეთრებით მასპინძელ იეჰუდა გრიუნფელდთან (2444) გაიყო ქულა. დავიდ ნავარამ (ჩეხეთი, 2735), ნიკიტა ვიტიუგოვმა (რუსეთი, 2735), პაველ ელიანოვმა (უკრაინა, 2727) და იან ნეპომნიაშჩიმ (რუსეთი, 2714) გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვებები ჩაიწერეს.

25 თებერვალს მე-2 ტურის პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული