თბილისი. ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრი. VIII ტური: ჯობავა კვლავ იგებს

AutoSharing Option
ფიდეს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს გრან პრის მე-3 რაუნდში 23 თებერვალს მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.

კვლავ იყოჩაღა ბაადურ ჯობავამ - შავი ფიგურებით რუს პიოტრ სვიდლერთან დაპირისპირებისას თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და მეტოქეს 31-ე სვლაზე საათი გააჩერებინა. საგულისხმოა, რომ ბაადურმა ბოლო ოთხ პარტიაში 3,5 ქულა მოაგროვა.

წარმატებას მიაღწია ერთპიროვნულმა ლიდერმა ევგენი ტომაშევსკიმ (რუსეთი), რომელმაც, ასევე შავებით, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს (საფრანგეთი) აჯობა. დანარჩენი ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ანიშ გირი (ჰოლანდია)-ალექსანდ გრიშჩუკი (რუსეთი), ლენიერ დომინგესი (კუბა)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი), ტეიმურ
რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი).

რვა ტურის შემდეგ: ტომაშევსკი-6, იაკოვენკო-5, კასიმჯანოვი, რაჯაბოვი-4,5-4,5, ჯობავა, მამედიაროვი, დომინგესი, გირი-4-4, გრიშჩუკი-43,5, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი-3-3, ანდრეიკინი-2,5 ქულა.

24 თებერვალს მოჭადრაკეები დაისვენებენ.

25 თებერვალს, მე-9 ტურში ითამაშებენ: ანდრეიკინი-რაჯაბოვი, ტომაშევსკი-კასიმჯანოვი, ჯობავა-ვაშიე-ლაგრავი, იაკოვენკო-სვიდლერი, გრიშჩუკი-დომინგესი, მამედიაროვი-გირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული