თბილისი. მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპი.VII ტური: ჯობავა ბოლო სამ პარტიაში დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა ფიდეს მსოფლიო გრან პრის მესამე რაუნდში მონაწილეობს, რომელსაც თბილისში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" მასპინძლობს.

პირველ ოთხ ტურში ჩვენებურმა სამი პარტია დათმო და მხოლოდ ერთ მეტოქეს დაუზავდა. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბაადური გააქტიურდა - ზედიზედ სამ ტურში 2,5 ქულა მოაგროვა: მე-5 ტურში თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი დაამარცხა. ამავე ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 1:0, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი)-ლენიერ დომინგესი (კუბა) 0:1, ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი)-ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5, დმიტრი
იაკოვენკო (რუსეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:0,5.

მე-6 ტურში ჯობავა (შავი ფიგურებით) და ანიშ გირი დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: მამედიაროვი-იაკოვენკო, დომინგესი-ტომაშევსკი, ვაშიე-ლაგრავი-კასიმჯანოვი. ორი პარტია კი შედეგიანი გამოდგა: რაჯაბოვი-გრიშჩუკი 1:0, სვიდლერი-ანდრეიკინი 1:0.

გუშინ მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯობავა თეთრებით დომინგესს ეთამაშებოდა. ქართველმა დიდოსტატმა ამჯერადაც ჩვეული შემართებით ითამაშა, თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა და 66-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა.

დანარჩენი პარტიები: კასიმჯანოვი-რაჯაბოვი 0,5:0,5, ანდრეიკინი-ვაშიე ლაგრავი 0,5:0,5, ტომაშევსკი-სვიდლერი 0,5:0,5, იაკოვენკო-გირი 1:0, გრიშჩუკი-მამედიაროვი 0:1.

შვიდი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 5, იაკოვენკო - 4,5, კასიმჯანოვი, რაჯაბოვი - 4-4, დომინგესი, გირი, მამედიაროვი - 3,5-3,5, ჯობავა, გრიშჩუკი, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი - 3-3, ანდრეიკინი - 2 ქულა.

დღეს, მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: რაჯაბოვი-მამედიაროვი, გირი-გრიშჩუკი, დომინგესი-იაკოვენკო, სვიდლერი-ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი - ტომაშევსკი, კასიმჯანოვი-ანდრეიკინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული