თბილისი. მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპი. III ტური: ჯობავა კვლავ ვერ იგებს

AutoSharing Option
ამას წინათ ვეიკ-აან-ზეეს დიდ საერთაშორისო ტურნირში წარუმატებლად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ.

ეტყობა, იგი ფსიქოლოგიური წნეხიდან ჯერაც ვერ გამოსულა, რასაც მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს მსოფლიო გრან პრის გათამაშებაც მოწმობს, რომელსაც თბილისში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" მასპინძლობს.

გუშინ, მესამე ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით რუს დიმიტრი იაკოვენკოს დაუპირისპირდა.

ქართველ დიდოსტატს მე-11 სვლამდე ნორმალური პოზიცია ჰქონდა. მომდევნო 11 სვლაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ 22-ე სვლაზე საათი გააჩერა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა. სამ ტურში ორი მარცხი და ერთი ყაიმი ნამდვილად არ არის სახარბიელო შედეგი, მაგრამ ქომაგები
იმედოვნებენ, რომ ჯობავა ბოლოს და ბოლოს ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებს და ძალების მობილიზებას შეძლებს.

გუშინ მესამე ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ლენიერ დომინგესი (კუბა) 0,5:0,5, რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0:1, ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) - ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 1:0.

სამი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 2,5, მამედიაროვი იაკოვენკო, გირი - 2-2, კასიმჯანოვი, გრიშჩუკი, დომინგესი, რაჯაბოვი - 1,5-1,5, ვაშიე-ლაგრავი, ანდრეიკინი, სვიდლერი - 1-1 , ჯობავა – 0.5 ქულა.

მე-4 ტურში ითამაშებენ: რაჯაბოვი - იაკოვენკო, გრიშჩუკი - ჯობავა, მამედიაროვი - ტომაშევსკი, გირი - ანდრეიკინი, დომინგესი - კასიმჯანოვი, სვიდლერი-ვაშიე -ლაგრავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული