ლევან ფანცულაია საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა კუთხის 16 წარმომადგენელი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობაში.

ნოკაუტ-სისტემით გამართული შეჯიბრების ფინალში მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ იბრძოლეს ჩემპიონობისთვის. ოთხი კლასიკური პარტია დამთავრდა ყაიმით. დაინიშნა 15-წუთიანი დამატებითი ორი შეხვედრა. გაიმარჯვა ფანცულაიამ - 1,5:0,5 და ოქროს მედალი დაიმსახურა. მჭედლიშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილისთვის პაექრობაში დავით ჯოჯუა და მერაბ გაგუნაშვილი არკვევდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას. აქ დაპირისპირებისას არა მარტო კლასიკურმა ოთხმა პარტიამ, არამედ 15-წუთიანმა შეხვედრებმაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული. 5-წუთიან პარტიებში წარმატებას ჯოჯუამ მიაღწია
(1,5:0,5) და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გაგუნაშვილი მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული