მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: დღეს მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრებია

AutoSharing Option
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატში, როგორც ვწერდით, სხვადასხვა კუთხის 16 წარმომადგენელი ჩაება.

ნოკაუტ-სისტემით პირველი წრის ორრაუნდიანი პაექრობების შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა.

13 იანვარს მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა. ლევან ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით დავით ბენიძე 27-ე სვლაზე დაამარცხა. სამი პარტია ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: მიხეილ მჭედლიშვილი-თორნიკე სანიკიძე, ლუკა პაიჭაძე-მერაბ გაგუნაშვილი, გიგა ყუფარაძე-დავით ჯოჯუა. ოთხივე წყვილის განმეორებითი პაექრობები დღეს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული