ჭადრაკი

ჭადრაკი

პაიკივით თავმდაბალი დედოფლის ცხოვრება: ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, დიადი გამარჯვებები, ავარია, კომა და ჭადრაკი, როგორც ხსნა

AutoSharing Option
ბიჭ­მა უმ­ცროს დას უხმო, ბუ­ხარ­თან მჯდარ­მა მა­გი­დის მო­პირ­და­პი­რედ სკამ­ზე მი­უ­თი­თა და მა­გი­და­ზე გაშ­ლილ ჭად­რა­კის და­ფა­ზე ფი­გუ­რე­ბის და­წყო­ბა და­ი­წყო. პა­ტა­რა გოგო ძმას ინ­ტე­რე­სით უყუ­რებ­და... ბიჭ­მა ღი­მი­ლით და­ი­წყო უძ­ვე­ლე­სი თა­მა­შის ის­ტო­რი­ის, ფი­გუ­რა­თა ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა. გო­გო­ნა ცდი­ლობ­და, მისი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა.

მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ამ უც­ნა­უ­რი ფი­გუ­რე­ბის თა­ვის ნე­ბა­ზე ათა­მა­შე­ბა შე­ეძ­ლო. ძმა მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო, სწრა­ფად აზ­როვ­ნებ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­შობ­და, მრა­ვალ კომ­ბი­ნა­ცი­ას წარ­მო­სა­ხავ­და გო­ნე­ბა­ში და ჩი­ნე­ბუ­ლად შე­ეძ­ლო მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც. თუმ­ცა 8 წლის დამ ერთხელ მო­უ­გო. ალ­ბათ, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი იყო ის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში
ბიჭს ვინ­მეს­თან წა­ე­გო. წა­გე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­მარ­თლე­ბა უფრო იყო. ეს მარ­ცხიც უიღ­ბლო­ბას მი­ა­წე­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დით ამა­ყობ­და, ცოტა გაბ­რაზ­და კი­დეც...

Sportall.Ge

მალე პა­ტა­რა და­ი­კოს გა­მარ­ჯვე­ბებ­მა სის­ტე­მა­ტუ­რი სახე მი­ი­ღო. ვერ იჯე­რებ­და, რო­გორ ახერ­ხებ­და პა­ტა­რა, 8 წლის გო­გო­ნა მის და­მარ­ცხე­ბას... ერთხე­ლაც, მო­რი­გი წა­გე­ბუ­ლი პარ­ტი­ის შემ­დეგ, ბიჭი ისე გაბ­რაზ­და, ჭად­რა­კის დაფას თა­ვის ფი­გუ­რე­ბი­ა­ნად აგიზ­გი­ზე­ბულ ბუ­ხარ­ში შე­უ­ძა­ხა...

"ის ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სი იყო და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყე მო­გე­ბა. ძლი­ე­რი მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო და ჩემი ეს მო­გე­ბა მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო. ბრაზ­დე­ბო­და, აი­ღებ­და ჭად­რაკს, შეყ­რი­და ბუ­ხარ­ში და შემ­დეგ ვქე­ქავ­დით ნა­ცარს და ბუხ­რი­დან ვი­ღებ­დით. მე­უბ­ნე­ბო­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნიც რომ გახ­დე, მა­ინც ვერ მო­მი­გე­ბო..." - გა­იხ­სე­ნებს წლე­ბის მერე უკვე ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ჭად­რა­კე.

ქუ­თა­ის­ში, გრი­გოლ ჩი­ბურ­და­ნი­ძის ოჯახ­ში, ბუ­ხარ­თან, მაია თა­ვის ძმა რე­ზი­კოს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ არა­ერ­თხელ მო­უ­გებ­და, რომ არა უბე­დუ­რე­ბა, რაც ჩი­ბურ­და­ნი­ძე­ებს და­ა­ტყდათ თავს. სამ­წუ­ხა­როდ, რეზო ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახ­ში გლო­ვა იყო, მძი­მე დღე­ე­ბი დად­გა. ვუნ­დერ­კინ­დი, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ქუ­თა­ი­სის პი­ო­ნერ­თა სახ­ლში ჭად­რაკ­ზე და­დი­ო­და, წრი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

Sportall.Ge

ის, რომ მაია გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვი იყო, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­მოჩ­ნდა. 3 წლის ასაკ­ში კი­თხვა ის­წავ­ლა, სკო­ლა­ში 5 წლი­სა შე­ვი­და, თან ისე, რომ 3-ციფ­რი­ნი გა­მოთ­ვლე­ბით მარ­ტი­ვად "ჟონ­გლი­ო­რობ­და".

მო­მა­ვალ­ში იტყვის, რომ სას­წა­უ­ლე­ბი­თა და ღვთის მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სავ­სეა მისი ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ასე­თი სას­წა­უ­ლი იყო, როცა მა­ი­ას დე­დას გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი ესიზ­მრა და სთხო­ვა, რომ მაია ჭად­რაკ­ზე ისევ შე­ეყ­ვა­ნათ.

"რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ჩემი ძმა დე­დას სიზ­მარ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ე­ცხა­და, სთხო­ვა, ჭად­რაკ­ზე და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე და ასე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გან­ვაგ­რძე თა­მა­ში“, - იხ­სე­ნებს მაია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

10 წლის მაია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. სა­ჭი­რო იყო ნი­ჭი­სა და უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­დას­ვლა. 1 წე­ლი­წად­ში მაია, დე­დას­თან ერ­თად, დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ჭად­რა­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა იყო. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ნელ-ნელა იწყე­ბა ვუნ­დერ­კინ­დის აღ­ზე­ვე­ბა.

Sportall.Ge

ამას მოწ­მობს 1973 წლის თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი ტურ­ნი­რიც, სა­დაც ერთი უც­ნა­უ­რი ფაქ­ტი მოხ­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იუ­გოს­ლა­ვი­ი­დან მო­ი­პა­ტი­ჟეს და შეც­დო­მით, ახალ­ბე­დას ნაც­ვლად, გროს­მე­ის­ტე­რი ბორა ივ­კო­ვი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. სტუ­მარს პა­ტა­რა, ლაღი, მო­ციმ­ცი­მეთ­ვა­ლე­ბი­ა­ნი გო­გო­ნა და­უჯ­და და მას­ტერკლა­სიც ჩა­უ­ტა­რა. მა­ი­ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ყვე­ლა პარ­ტი­ა­ში სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით 4:0, სძლია.

13 წლის ასაკ­ში კი უკვე თა­ვად ჩი­ბურ­და­ნი­ძე­მაც მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო გროს­მე­ის­ტე­რის სტა­ტუ­სი.

1976-1977 წლებ­ში მა­ი­ას მწვრთნე­ლი ედუ­არდ გუ­ფელ­დი იყო. ლე­გენ­და­რულ­მა მო­ჭად­რა­კემ პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინ­დის სა­თა­მა­შო სტილ­ზე იმუ­შა­ვა და ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უ­ჩე­რებ­ლად აქ­ცია. მის მოქ­მე­დე­ბებ­ში გაჩ­ნდა სიღ­რმე, სიმ­სუ­ბუ­ქე და კი­დევ უფრო წინ­და­ხე­დუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა.

Sportall.Ge

სწო­რედ "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი“ და დახ­ვე­წი­ლი მაია წარ­დგა ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, 1978 წელს ბიჭ­ვინ­თა­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.... ნონა 16 წელი დო­მი­ნი­რებ­და ქალ­თა ჭად­რაკ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მათი შეხ­ვედ­რა უზარ­მა­ზარ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და.

"გა­მარ­ჯვე­ბა­ზე არც ვფიქ­რობ­დი, მინ­დო­და, რომ კარ­გად მე­თა­მა­შა. ესეც დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო, რომ ჩემს ასაკ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს ვხვდე­ბო­დი“, - თავ­მდაბ­ლუ­რად იხ­სე­ნებს მო­ჭად­რა­კე.

გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბუ­ხარ­თან პირ­ვე­ლად ითა­მა­შა პარ­ტია თა­ვი­სი ძმის წი­ნა­აღ­მდეგ, ახლა გაფ­რინ­დაშ­ვილს ამარ­ცხებ­და და სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას წერ­და. ერ­თმა ქარ­თველ­მა მე­ო­რეს გა­და­უ­ლო­ცა ჩემ­პი­ო­ნო­ბა და და­ი­წყო ჩი­ბურ­და­ნი­ძის "ოქ­როს ერაც".

თუმ­ცა ის­ტო­რი­ამ შე­მო­ი­ნა­ხა ერთი შემ­თხვე­ვა და მისი ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, უკვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა ერ­თობ­ლი­ვი სე­ან­სი გა­მარ­თა თბი­ლის­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის 12 წლის მაია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გახ­ლდათ, თუმ­ცა იმ სე­ან­სი­სას მხო­ლოდ ერთი პარ­ტია დათ­მო და ისიც მა­ი­ას­თან... მა­შინ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მაია ნო­ნას­გან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბას გა­და­ი­ბა­რებ­და...

Sportall.Ge

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ი­ას ჭად­რა­კის გარ­და სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც ჰქონ­და. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მე­დი­ცი­ნით, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბით, შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ით და ზო­გა­დად აზი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რით. 1978 წელს თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

"ჩვე­ნი ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ოჯა­ხის ექი­მი ვარ. ეს ცოდ­ნა გა­მო­მად­გა", - აღ­ნიშ­ნავს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მაია.

ნო­ნას მსგავ­სად, მა­ი­ა­მაც და­ი­წყო ვა­ჟე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, იცავ­და თა­ვის ტი­ტულ­საც.1981 წლი­დან 1989 წლამ­დე ჩი­ბურ­და­ნი­ძე არა­ერთ იმ ტურ­ნირ­ში იმარ­ჯვებ­და ან საპ­რი­ზო ად­გილს იკა­ვებ­და, სა­დაც კა­ცე­ბიც თა­მა­შობ­დნენ: 1984 წელი, ნიუ-დელი - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი; 1985 წელი, ბა­ნია-ლუკა - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, 1987 წელი, ბილ­ბაო - მე-3 - მე-4 ად­გი­ლი; 1987 წელი, ბრი­უ­სე­ლი - მე-2 ად­გი­ლი.

1991 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის სტა­ტუ­სის რი­გით მე­ექ­ვსე დაც­ვა­ზე, მაია მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მარ­ცხდა. ამ წა­გე­ბას­თან ერ­თად დას­რულ­და საბ­ჭო­თა და პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჰე­გე­მო­ნია ჭად­რაკ­ში და ეს­ტა­ფე­ტა ჩი­ნე­ლებ­მა გა­და­ი­ბა­რეს.

ხში­რად ის­მო­და და დღე­საც ის­მის კი­თხვა - რა სხვა­ო­ბაა მა­ი­ა­სა და ნო­ნას შო­რის? პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი უდა­ვოდ, ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მო­ჭად­რა­კეა.

Sportall.Ge

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა კი შემ­დე­გია: ნონა აზარ­ტუ­ლი, ჯიბ­რი­ა­ნი და თავ­და­უ­ზო­გა­ვად მშრო­მე­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო. მაია კი წმინ­და ტა­ლან­ტი­სა და პრაქ­ტი­კის ხარ­ჯზე აღ­წევ­და წარ­მა­ტე­ბას. გარ­და ამი­სა, უფრო ლაღი იყო. მის­თვის ტი­ტუ­ლებ­სა და შე­დეგ­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უშუ­ა­ლოდ პრო­ცე­სი გახ­ლდათ. ეს სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლ­შიც ჩანს.

"ნო­ნას უჭად­რა­კოდ სი­ცო­ცხლე არ შე­უძ­ლია. ჭად­რა­კი მეც მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არ უკა­ვია. თვი­თონ ჭად­რაკ­ში რა მიყ­ვარს? ახა­ლი გზე­ბის ძებ­ნა, ლა­მა­ზი იდე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ძვე­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი სტი­ლი... პრი­ზე­ბი ქუ­თა­ი­სის სპორ­ტულ მუ­ზე­უმს ვა­ჩუ­ქე. ჩემ­თან რომ მოხ­ვი­დეთ, ორ მე­დალს ვერ იპო­ვით. აი, ნო­ნას მშვე­ნივ­რად აქვს მო­წყო­ბი­ლი, მთე­ლი ოთა­ხი აქვს თა­ვი­სი პრი­ზე­ბით. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის მედ­ლე­ბი სად არის, არც ვიცი. ბევ­რი მედ­ალი დავ­კარ­გე კი­დეც“, - ამ­ბობს მაია.

მისი­ვე თქმით, ჭად­რაკ­მა ბევ­რი რამ მის­ცა, მათ შო­რის, სი­ცო­ცხლეც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა:

"ჭად­რა­კი ტვი­ნის ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­როს ავი­თა­რებს და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას აძ­ლი­ე­რებს. ერთხელ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, კო­მა­ში ჩავ­ვარ­დი. ექი­მებ­მა თქვეს, რომ კო­მი­დან გა­მოს­ვლა­ში სწო­რედ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის ძლი­ე­რი სის­ტე­მა და­მეხ­მა­რა. რაც ჭად­რა­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მისი თა­მა­შის დროს ტვი­ნი სულ მუ­შა­ობს, სულ ვარ­ჯი­შობს".

"ეს თა­მა­ში კოს­მო­სუ­რი მოვ­ლე­ნაა, ადა­მი­ანს არ შე­ეძ­ლო ამის გა­მო­გო­ნე­ბა. ძა­ლი­ან ღრმა და ამო­უ­წუ­რა­ვია“, - ამ­ბობს მაია.

რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, უსა­ზღვროდ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ ახ­დე­ნენ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბას. მათ სა­შუ­ა­ლო შრო­მით შე­უძ­ლი­ათ სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის სა­ნატ­რე­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა. ასე იყო, მა­გა­ლი­თად, მა­რა­დო­ნაც. ღმერ­თის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნიჭი, რო­მე­ლიც იყო უსა­ზღვრო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წია, ბევ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის ეს არ იყო მისი მაქ­სი­მუ­მი. სწო­რედ ასე­თია ჩი­ბურ­და­ნი­ძეც.

"მგო­ნია, რომ მაქ­სი­მუმ 70%-ით შევ­ძე­ლი ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. კი­დევ უფრო მეტი შე­იძ­ლე­ბო­და", - აღი­ა­რებს თა­ვა­დაც.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მაია სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია. რო­გორც ერთ-ერთი მისი ნაც­ნო­ბი ამ­ბობს, ის პა­ი­კი­ვით თავ­მდა­ბა­ლი დე­დო­ფა­ლია... ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის თავს ხდე­ბო­და და ხდე­ბა, უფ­ლის ნე­ბაა...




Sportall.Ge

"ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერც ერთი წყო­ბა და ვერც ერთი მთავ­რო­ბა ვერ მო­უ­ტანს, თუ თვი­თონ არ შე­იც­ვა­ლა... ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - ამ სამ უმ­თავ­რეს ბურ­ჯზე უნდა იდ­გეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვენ კი... ენას და­უ­დევ­რად ვექ­ცე­ვით და ვა­ბინ­ძუ­რებთ, მა­მუ­ლი გა­ვა­ნი­ა­ვეთ, სარ­წმუ­ნო­ე­ბა დავ­კარ­გეთ და კი­დევ გვიკ­ვირს, რა­ტომ ვართ ასეთ დღე­ში?! სარ­წმუ­ნო­ე­ბა აღა­რა­ვის ახ­სოვს, ყვე­ლა დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს, მარ­ტო მოხ­ვე­ჭა­ზე ფიქ­რობს. სიც­რუე სირ­ცხვი­ლად აღარ ით­ვლე­ბა... ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლი ჰყავს. ღმერ­თის შემ­წე­ო­ბის გა­რე­შე ორი­ა­თას­წლო­ვან ქარ­ტე­ხილ­ში ვე­რაფ­რით გა­დავ­რჩე­ბო­დით, მაგ­რამ, თუ ისევ უფ­ლის­კენ არ მივ­ბრუნ­დით და ძვე­ლე­ბუ­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა, უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავცვივ­დე­ბით", - ამ­ბობს მაია გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" 2019 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჩვენ ბო­ლომ­დე ვერ ვხვდე­ბით, თუ რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა იმი­ტომ, რომ ნო­ნა­სა და მა­ი­ას წყა­ლო­ბით მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო ად­გი­ლი გვი­კა­ვია. თა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში შე­ა­ბი­ჯე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან ამ ორ ფე­ნო­მენს, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ფრთო­ვან­დე­ბი­ან და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან მი­ბა­ძონ...

სპორ­ტუ­ლი დო­სიე:
მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე ხუთგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, მან ეს ტი­ტუ­ლი 1978, 1981, 1984 და 1988 წლებ­ში მო­ი­პო­ვა.

ის 15-ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და (ქალ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) ქალ­თა სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. აქე­დან 7-ჯერ იგი იცავ­და სსრ კავ­ში­რის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - სა­ქარ­თვე­ლოს (1992-2004, 2008) ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას.

ჩი­ბურ­და­ნი­ძე 9-გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და 3-გზის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია. ერთხელ გუნდთან ერ­თად და­ე­უფ­ლა ბრინ­ჯა­ოს მე­დალს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მაია ყო­ველ­თვის პირ­ველ და­ფა­ზე თა­მა­შობ­და და 4-ჯერ მო­ი­გო მცი­რე ოქ­როს მე­და­ლი პირ­ველ და­ფა­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის. სულ მა­ი­ამ ოლიმ­პი­ა­დებ­ზე 167 პარ­ტი­ი­დან 125,5 ქუ­ლას მო­უ­ყა­რა თავი.

ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (1997) და ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია (2005).

მაია წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობ­და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­შიც, მათ შო­რის, ვაჟ­თა შო­რის.

ავტორი: ანრი კურტანიძე