კასპაროვი ბრუნდება - რუსი ლეგენდა ამერიკული ტურნირისთვის განაახლებს კარიერას

AutoSharing Option
ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი კარიერას განაახლებს და მონაწილეობას მიიღებს Grand Chess Tour-ის ტურნირის ეტაპზე, რომელიც ამერიკის ქალაქ სენტ ლუისში გაიმართება. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

"დიდ მღელვარებას ვგრძნობ ოფიციალური დაბრუნების წინ და, რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ ეს მოვლენა კარიერის დასრულებიდან 10 წლის თავზე შედგებოდა", - განაცხადა 54 წლის მოჭარდაკემ.

ტურნირი სენტ ლუისში 2-12 აგვისტოს გაიმართება. მისი საპრიზო ფონდი 300 ათას დოლარს შეადგენს. კასპაროვი მონაწილეობას მიიღებს რაპიდისა და ბლიცის ტურნირებში. მას დაუპირისპირდება რვა დიდოსტატი - ფაბიანო კარუანა,
ლევონ არონიანი, ჰიკარუ ნაკამურა, სერგეი კარიაკინი, ვიშვანათან ანანდი, იან ნეპომნიაშჩი, ლენიერ დომინგესი და ლე კუანგ ლიემი.

კასპაროვი მსოფლიოს მე-13 ჩემპიონია. მან 2005 წელს დაასრულა პროფესიული კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული