ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა საუკეთესო ასეულს მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (2666) მეწინავეობს. საუკეთესო ათეულში შემდეგ მოდიან: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2572), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2572), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2557), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2552), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2544), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2542), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2535), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2526), ლეი ტინძიანი (ჩინეთი, 2522), 11. ნანა ძაგნიძე (2519), 21. ნინო ბაციაშვილი (2475), 25. ბელა ხოტენაშვილი (2459), 37. ლელა ჯავახიშვილი (2438), 63. ნინო ხურციძე (2400), 64.
სალომე მელია
(2399), 80. მერი არაბიძე (2384), 88. სოფიკო გურამიშვილი (2374).

ვაჟთა ასეულში, უწინდებურად, ერთი წარმომადგენელი გვყავს - ბაადურ ჯობავა, რომელმაც ამას წინათ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. 2714 პუნქტით ის 36-ე ადგილზეა.

მსოფლიოს საუკეთესო ათეულში კი შედიან: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2822), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2812), ვესლი სო (აშშ, 2810), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2809), ფაბიანო კარუანა (აშს, 2807), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2800), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2792), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2791), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2783), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2781).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული