მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო

AutoSharing Option
რუსულ ხანტი-მანსიისკში 26 ივნისს დამთავრდა მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით 10-10 გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს.

წინა პირველობის გამარჯვებულმა ქართველმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა (ინდივიდუალურში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუა) ამჯერად ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუშინ ჩემპიონატის ბოლო ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. ჩვენმა ნაკრებმა ამერიკელებს 3:1 სძლია (ნანა ძაგნიძე-საბინა-ფრანჩესკა ფოიშორი 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-კატერინა ნემკოვა 0.5:0.5, ნინო ბაციაშვილი-ჯენიფერ იუ 1:0, სალომე მელია-აქშიტა ჰორტი 1:0).

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:
რუსეთი-უკრაინა 3:1, ჩინეთი-ეგვიპტე 3:1, აზერბაიჯანი-ინდოეთი 1:3, ვიეტნამი-პოლონეთი 1.5:2.5.

ამდენად, ქალებში გუნდური 16 ქულით (ნაკრების წევრთა მიერ მოგროვებული ქულები - 25,5) მსოფლიოს ჩემპიონობა რუსებმა (ალექსანდრა კოსტენიუკი, კატერინა ლაგნო, ვალენტინა გუნინა, ალექსანდრა გორიაჩკინა, ოლგა გირია) მოიპოვეს. გამარჯვებულებს სამი ქულით ჩამორჩნენ ჩინელები (22), რომლებსაც ვერცხლის მედალი ერგოთ.

12-12 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, საქართველომ (21.5), ინდოეთმა (20) და უკრაინამ (19.5) გაინაწილეს.

მომდევნო ადგილებზე მოდიან: პოლონეთი - 9 (18.5), აშშ - 6 (16.5), ვიეტნამი - 5 (16), აზერბაიჯანი - 5 (15.5), ეგვიპტე - 0 (5) ქულა.

ვაჟები. IX ტური:
რუსეთი-აშშ 4:0, პოლონეთი-ჩინეთი 1.5:2.5, ნორვეგია-ინდოეთი 1:3, უკრაინა-ეგვიპტე 2.5;1.5, თურქეთი-ბელორუსი 1.5:2.5.

საბოლოო შედეგები: ჩინეთი - 16 (24.5), რუსეთი - 15 (25), პოლონეთი - 12 (20.5), ინდოეთი - 11 (20.5), თურქეთი - 10 (18.5), უკრაინა - 8 (17.5), ბელორუსი - 8 (17.5), აშშ- 8 (16), ნორვეგია - 2 (11), ეგვიპტე - 0 (9) ქულა.

- მესამე ადგილზე გასვლამ ძალიან გაგვახარა, - გვითხრა დავით ჯოჯუამ, რომელსაც გუშინ ხანტი-მანსიისკში შევეხმიანეთ. - მართალია, ტიტული დავთმეთ, მაგრამ ეს ბრინჯაო ოქროს ტოლფასია, რადგან პირველ ხუთ ტურში აღებული ოთხი ქულის შემდეგ ნაკლებად ვინმე თუ დაიჯერებდა, რომ ჩვენი ქალები ძალთა მობილიზებას შეძლებდნენ. მით უმეტეს, რომ სამეულში მოხვედრა მხოლოდ ჩვენს მოგებებზე არ იყო დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა მე-8 ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტ უკრაინელებთან. სამ დაფაზე ორთაბრძოლები ყაიმით დასრულდა, მეოთხე დაფაზე კი ნინო ბაციაშვილმა იულია ოსმაკს სძლია, ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა და მესამე ადგილის შანსიც დაგვიბრუნა.

ბოლო ტურში ამერიკელ მოჭადრაკეებს იოლად ვაჯობეთ, თუმცა სამეულში მოსახვედრად ეს არ იყო საკმარისი. დიდი სამსახური გაგვიწიეს რუსმა დიდოსტატებმა - ბოლომდე პირნათლად დაიცვეს ფეირ პლეის პრინციპები: ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ჩემპიონობისთვის უკრაინელებთან 0:4 წაგების გარდა, ყველა შედეგი ხელს აძლევდათ, მაგრამ თავი არ დაზოგეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ცხადია, ამ წარმატებით მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს, მაგრამ კვარცხლბეკისკენ ჩვენც გაგვიხსნეს გზა - უკრაინელებსა და ინდოელებთან ერთად თანაბარი გუნდური ქულები კი მოვაგროვეთ, თუმცა დამატებითი მაჩვენებლები საქართველოს ნაკრებს უკეთესი ჰქონდა და ბრინჯაოც მას ხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა დაღლაზე წერ ან რა შედეგიანობაზე ნანა ლიდერია თქო და მე რას მედავები მე არც რუსები მაინტერესებს და არც მათი ადგილები ,არც ფულები არც მწვრთნელები.უბრალოდ ლამაზ და შემტევ ჭადრაკს თამასობენ და მომწონს .შენ რას წუწუნებ ვერ ვხვდები.კარგად წაიკითხე ვინ დაწერა ნანაზე მე კიდევ ვიმეორებ ნანა ლიდერია
giorgi
16:25 30-06-2017
0
giorgi-ს
ხან ისე წერ და ხან ისე--იცი რაა გვერდში დგომაა--რუსეთის ნაკრებზე რამდენი და როგორ იხარჯებაა?იცი რა ხელფასები აქვთ იქ გოგონებს დოლარებში თუ ევროებშიი?იცი რამდენ შეკრებას გადიან და მარტო ნაკრებს რამდენი მწვრთელი ყავს და მერე თითოეულს კიდევ ცალკეე?შინაურ ნღვდელს შენდობა არ აქვსო--ვინც გვყავს მართლა ის გოგონები დავაფასოთ და კიდევ პირველობის მოგების მერე რატომ გამორიცხავ რომ მოჭადრაკეს დაეტყოს ან დაღლა ან შედეგიანობის დაკლება?ესე ხდება,დააკვირდი სხვებს და დაინახავ,თუ ვერ დაინახავ ეგ უკვე პრობლემაა
giorgi-s
13:31 30-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული