ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ისევ სათავეშია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რიგაში, მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში ოთხი ტურის პარტიები გათამაშდა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაში რვა ქართველი მონაწილეობს.

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით ნანა ძაგნიძე და რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა მეწინავეობდნენ, მათ ნახევარ-ნახევარი ქულით 14 მოჭადრაკე ჩამორჩებოდა. 17 აპრილს ძაგნიძე შავი ფიგურებით გორიაჩკინას დაუზავდა.

ლიდერთა ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებში, ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ: ბელა ხოტენაშვილი მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკარაინა), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - კატერინა ლაგნო (რუსეთი) და ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), მონიკა სოჩკო (პოლონეთი)-ალინა კაშლინსკაია
(რუსეთი), ოლგა ზიმინა (იტალია)-ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), ელინა დანიელიანმა (სომხეთი) ოლგა გირიას (რუსეთი) სძლია, ხოლო ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით დარია პუსტოვოიტოვასთან (რუსეთი) დამარცხდა.

დანარჩენ ქართველ დიდოსტატთა მე-7 ტურის პაექრობები ასე დასრულდა: ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-ნინო ბაციაშვილი 0:1, მერი არაბიძე-ინა გაპონენკო (უკრაინა) 0.5:0.5, ელიზავეტა მალახოვა (უკრაინა)-სალომე მელია 0.5:0.5, ნინო ხომერიკი-ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0:1, სოფიო გვეტაძე-ლანიტა სტეცკო (ბელორუსი).

შვიდი ტურის შემდეგ 5.5-5.5 ქულით ნანა ძაგნიძე, ალექსანდრა გორიაჩკინა, ელინა დანიელიანი და დარია პუსტოვოიტოვა დაწინაურდნენ. 15 მოჭადრაკეს, მათ შორის - ხოტენაშვილსა და ბაციაშვილს, 5-5 ქულა აქვს, ჯავახიშვილმა, არაბიძემ-4.5-4.5, მელიამ-4, ხომერიკმა და გვეტაძემ 3.5-3.5 ქულას მოუყარეს თავი.

ჩემპიონატის მონაწილეები დღეს დაისვენებენ, ხვალ მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ძაგნიძე-დანიელიანი, პუსტოვოიტოვა-გორიაჩკინა, ბაციაშვილი-ხოტენაშვილი, ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი)-ჯავახიშვილი, ალისა გალიამოვა (რუსეთი)-არაბიძე, მელია-ელენა კოსმა (რუმინეთი), მარია კომიაგინა (რუსეთი)-ხომერიკი, ელენა სემიონოვა (რუსეთი)-გვეტაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული