ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების წარმატებული სტარტი

AutoSharing Option
11 აპრილს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ევროპის 2017 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელშიც 33 ქვეყნის 144 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის რვა ქართველია.

პირველ ტურში ჩვენებმა ექვსი პარტია მოიგეს და ორი შეხვედრა კი ყაიმით დაასრულეს: ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი)-ნანა ძაგნიძე 0:1, კუბრა ოზთურქი (თურქეთი)-ნინო ბაციაშვილი 0:1, ლელა ჯავახიშვილი-ოლგა ივანენკო (უკრაინა) 1:0, ბელა ხოტენაშვილი-ანა კანტანე (პოლონეთი) 1:0, ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი)-სალომე მელია 0.5:0.5, მერი არაბიძე-ანა ბაპტისტა (პორტუგალია) 0.5:0.5, ნინო ხომერიკი-მარია ნიკოლაევა (ლატვია) 1:0, სოფიო გვეტაძე-სარაბელა ნორლამი (ფინეთი) 1:0.

გათამაშების ცხრილში ფავორიტებმაც პირველი ქულები
ჩაიწერეს: ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ლაურა უნუკი (სლოვენია) 1:0, იუდიტ ფაში (გერმანია)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა) 0:1, კატერინა ლაგნო (რუსეთი)-ვალენტინა გოლუბენკო (ხორვატია) 1:0, ანტოანეტა სტეფანოვა (ესკ)-სალომეია ზასკაიტე (ლიტვა) 1:0.

დღეს, 12 აპრილს, მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული