ფიდეს მარტის რეიტინგში ბაადურ ჯობავა 44-ეა, ნანა ძაგნიძე - მე-11

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ სამარტოდ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ასეულში საქართველოს ცხრა წარმომადგენელია.

ვაჟებში მხოლოდ ბაადურ ჯობავაა, რომელსაც 2701 პუნქტით 44-ე ადგილი უკავია.

პირველ ათეულში შედიან: მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2838), ვესლი სო (აშშ, 2822), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2817), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2811), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი (2803), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2786), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2783), ლევონ არონიანი (2774), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2772).

ქალებში საუკეთესო ასეულს ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი
(2649) უდგას სათავეში, თუმცა აზიელი დიდოსტატი დღეს ოფიციალურად დაკარგავს ტიტულს, რადგან მან ირანის დედაქალაქში ნოკაუტსისტემით მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა. თეირანში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაება მედლებისთვის ბრძოლაში (მათ შორის - რვა ქართველი). ფინალში გავიდნენ ჩინელი თან ჟუნი და უკრაინელი ანა მუზიჩუკი. ოთხი კლასიკური პარტიის შემდეგ ანგარიში თანაბარია - 2:2. ტიტულის ახალ მფლობელს დღეს ტაიბრეიკი გამოავლენს.

ქალთა კლასიფიკაციის ათეულში, ჰოუ იფანის გარდა, არიან ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2604), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2569), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2557), ალექსანდრა კოსტენიუკი (2555), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2546), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2543), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2539), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2538), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2533).

ქართველ დიდოსტატ ქალთა მაჩვენებლები კი ასეთია: 11. ნანა ძაგნიძე (2525), 15. ნინო ბაციაშვილი (2494), 21. ლელა ჯავახიშვილი (2464), 39. ბელა ხოტენაშვილი (2434), 68. სალომე მელია (2394), 81. მერი არაბიძე (2383), 84. ნინო ხურციძე (2383), 100. სოფიკო ხუხაშვილი (2368).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული