ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ირანის დედაქალაქ თეირანში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ კლასიკურ პარტიებში 1.5:0.5 სძლია ჩინელ შენ იანს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა შეჯიბრებიდან გამოთიშა სოფიკო გურამიშვილი: მათი კლასიკური და 25-წუთიანი პარტიები ყაიმით დასრულდა. 10-წუთიან რაპიდში აზიელმა იმარჯვა 1.5:0.5.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოდა საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული ნინო ხურციძე, მაგრამ მისი წინსვლა ბულგარელმა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ შეაჩერა - ჩვენებურს ძირითად პარტიებში აჯობა 1.5:0.5.

დანარჩენი მერვედფინალური
პაექრობები ასე დასრულდა: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-ოლგა გირია (რუსეთი) 3.5:2.5, თან ჟონი (ჩინეთი)-რუთ რადმინი (ინდოეთი) 3.5:2.5, ლე ტაო ნგუენ პამი (ვიეტნამი)-ანა მუზიჩუკი (უკრაინა) 0:2, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 4:2, ნი შიციუნი (ჩინეთი)-ნატალია პოგონინა (რუსეთი) 1.5:0.5.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: ცზიუ ვენძიუნი-თან ჟონი, ნანა ძაგნიძე-ჰარიკა დრონავალი, ანა მუზიჩუკი-ანტოანეტა სტეფანოვა, ალექსანდრა კოსტენიუკი-ნი შიციუნი. დღეს მე-4 რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული