ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ნინო ხურციძემ "არმაგედონს" გაუძლო

AutoSharing Option
თეირანში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტსისტემით ტარდება, 16 თებერვალს მეორე ეტაპის ტაიბრეიკები გაიმართა.

როგორც ვწერდით, ნანა ძაგნიძემ ორივე კლასიკური პარტია მოუგო ოლგა ზიმინას (იტალია) და მესამე რაუნდში ჩინელ შენ იანთან გაარკვევს ურთიერთობას.

დანარჩენი ოთხი ქართველი დიდოსტატის ბედი გუშინდელ რაპიდებსა და ბლიცებს უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდხანს ნინო ხურციძისა და ნინო ბაციაშვილის შეხვედრა გაგრძელდა: მათი კლასიკური პარტიები ყაიმებით დასრულდა, 25 და 10-წუთიან პაექრობებში მეტოქეებმა ორ-ორი ხელი მოიგეს, 5-წუთიანმა ბლიცებმაც შედეგი ვერ გამოღო.

გამარჯვებული "არმაგედონს" (შავებს წუთით ნაკლები ეძლევათ და ყაიმის შემთხვევაში
გამარჯვება მათია) უნდა გამოევლინა. შავებით მოთამაშე ხურციძემ მკაცრ გამოცდას გაუძლო და 53-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა. მესამე ეტაპზე იგი ბულგარელ მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას დაუპირისპირდება, რომელმაც სალომე მელია დაამარცხა 2.5:1.5.

წარმატებით ითამაშა სოფიკო გურამიშვილმაც - ბლიცებში აჯობა უკრაინელ დიდოსტატ ნატალია ბუკსას 1.5:0.5 (საერთო ანგარიში - 4.5:3.5) და მერვედფინალში დინარა სადუაკასოვას მძლეველ (2.5:1.5) ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილენი მესამე რაუნდში ასე დაწყვილდნენ: ოლგა გირია (რუსეთი)-ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-ნი შიციუნი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ნგუენ ტაო ლი (ვიეტნამი), რუთ პადმინი (ინდოეთი)-თან ჟუნი (ჩინეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები მარა ნუ ვქმნით რაგაც ილუზიებს.ოლიმპიური ნაკრების 2 წევრი პირველივე ტურიდან გამოეთიშა ,ორიც მეორედან,ეს წარუმატებლობაა და არ შემომედაოს არავინ.ეხლა ჩვენი იმედი ნანაა და ვუგულშემატკივროთ ნანას.
giorgi
10:14 21-02-2017
0
თქვენ იცით ქაბატონებო, გვასახელეთ და აღადგინეთ მომას და მაიას ტრადიცია მსოფლიო ჭადრაკში
gizog
16:13 17-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული