ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ჩინელ ენ იანს შეხვდება

AutoSharing Option
მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც თეირანი მასპინძლობს, 15 თებერვალს მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

კვლავ წარმატებით ითამაშა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც თეთრი ფიგურებითაც აჯობა იტალიის სახელით მოასპარეზე ოლგა ზიმინას, მინი-მატჩში გაიმარჯვა 2:0 და მერვედფინალში გავიდა, სადაც ჩინელ შენ იანს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა რუსი ანასტასია სავინა ჩამოიშორა გზიდან - 1,5:0.5.

დანარჩენი ოთხი ქართველი მესამე რაუნდში თამაშის უფლების მოპოვებას ტაიბრეიკებით შეეცდება.

"კლასიკურებში" წარმატების დიდი შანსი ჰქონდა სოფიკო გურამიშვილს - პირველ ტურში მან თეთრი ფიგურებით ნატალია ბუკსას (უკრაინა) 48-ე სვლაზე მოუგო, გუშინ
კი დამარცხდა და საერთო ანგარიში გათანაბრდა.

დაძაბული გამოდგა სალომე მელიას და მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი), ნინო ბაციაშვილისა და ნინო ხურციძის ორთაბრძოლები. მეტოქეთა ოთხივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა. მათ შორის საუკეთესოს დღეს ტაიბრეიკები გამოავლენს: ჯერ ორ 25-წუთიან რაპიდს ითამაშებენ, თუ საჭირო გახდა - ათ-ათწუთიან რაპიდებსა და 5-წუთიან ბლიცებსაც.

ამ წყვილებში გამარჯვებულები მესამე წრეში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული