თეირანში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რვა ქართველი დიდოსტატი ითამაშებს

AutoSharing Option
რვა ქართველი დიდოსტატი ითამაშებს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში საზეიმოდ გაიხსნება.

ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაებმება. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ნოკაუტსისტემა გამოავლენს. სულ ექვსი რაუნდი გაიმართება.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 450.000 დოლარი, რომელიც მოთამაშეებზე ასე განაწილდება: პირველ წრეში დამარცხებულებს 3.750 დოლარი შეხვდებათ, მომდევნო რაუნდებში გასულთათვის ფულადი ჯილდო იმატებს: II რაუნდი - 5.500, III-8.000, IV-12.000, ნახევარფინალისტები - 20-20 ათასი, მეორეადგილოსანი - 30.000 და მსოფლიოს ჩემპიონი - 60.000 დოლარი.

ფინალამდე თითოეულ წრეში ორ-ორი კლასიკური პარტია გათამაშდება. შეხვედრის ფრედ დამთავრების
შემთხვევაში წყვილში უძლიერესს რაპიდი (25 და 10-წუთიანი პარტიები) და, საჭიროების შემთხვევაში, ბლიცი (5-წუთიანები) გამოავლენს.

11-13 თებერვალს პირველი რაუნდის ორთაბრძოლები გაიმართება. ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ნანა ძაგნიძე-მონა ხალედი (ეგვიპტე), სოფიო გვეტაძე-ნინო ბაციაშვილი, ნგუენ ტაო ლი (ვიეტნამი)-ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო გურამიშვილი-სარასადათ ხადემალშარიეხი (ირანი), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-ნინო ხურციძე, სალომე მელია-ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), ოლგა ზიმინა (იტალია)-ბელა ხოტენაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული