ასუჯრიანი ჭადრაკი, პრინცით და პრინცესათი

AutoSharing Option
ყაზახეთში ჭადრაკის ახალი ვერსია შეიმუშავეს. ვინმე ალექსანდრ კოჩერგინმა საჭადრაკო დაფის ზომები გაზარდა და გაართულა თამაში ახალი ფიგურების შემოტანით. ეს ფიგურებია - პრინცი და პრინცესა.

"ჩვეულებრივი 64-უჯრიანი ჭადრაკის ნაცვლად, ყაზახი მოთამაშეები ტვინს ავარჯიშებენ 100-უჯრიან დაფაზე. აქ ფიგურები უფრო მეტია - 40 32-ის ნაცვლად. ინოვაციური პატენტი მეკუთვნის მე - ალექსანდრ კოჩერგინს", - განაცხადა გამომგონებელმა.

მისი თქმით, ტრადიციული ჭადრაკი, პროფესიული თვალსაზრისით, ჩიხში შევიდა. "კომპიუტერი დიდი ხანია უფრო ძლიერად თამაშობს, ვიდრე მოჭადრაკეები, რომლებსაც ისღა დარჩენიათ, დაისწავლონ ბევრი ფორსირებული ვარიანტი", - განაცხადა კოჩერგინმა.

მან აღნიშნა,
რომ კომპიუტერული ასუჯრიანი ჭადრაკი ჯერ შექმნილი არ არის. "ასუჯრიანი ჭადრაკის კომპიუტერზე თამაში შეუძლებელია. ეს აბსოლუტურად ახალი თამაშია. არ არის არც ტაქტიკა, არც სტრატეგია", - ახსნა ყაზახმა.

თამაშის ახალი ვერსია არ მთავრდება მეფის ან ლაზიერის სიკვდილით - სამეფო ტახტი პრინცთან და პრინცესასთან გადადის. თამაშში ასევე დამატებულია ოთხი ჭადრაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა როგორ სვლებს აკეთებენ პრინცი და პრინცესა ან სად მოთავსდება საჭადრაკო დაფაზე? ამის შესახებ არ წერია სადმე რამე?
ირაკლი
09:28 17-01-2017
0
აი ჭადრაკის სახეობები. აქ კიდევ ბევრი არ წერია :) http://domowik.ru/vidy_shahmat ადმინს ვთხოვ, არ დაბლოკოს პოსტი, რადგან ეს სხვა საიტის რეკლამა კი არა, უბრალოდ თემის განვრცობაა
მერაბი
02:42 17-01-2017
0

სიახლეები პოპულარული