Tata Steel Chess 2017: ჰოლანდიაში სოფიკო გურამიშვილიც ითამაშებს

AutoSharing Option
ვეიკ-ან-ზეეში 14 იანვარს 79-ედ დაიწყება მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ფესტივალი Tata Steel Chess 2017, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეჯიბრება ორი ტურნირისგან შედგება. თითოეულში 14-14 მონაწილეა. ისინი წრიული სისტემით ითამაშებენ.

ჩელენჯტურნირში ასპარეზობის პატივი ქართველთაგან სოფიკო გურამიშვილს (2370) ერგო. იგი მეტოქეობას გაუწევს ისეთ ცნობილ დიდოსტატებს, როგორებიც არიან მარკუს რაგერი (ავსტრია, 2689), ილია სმირინი (ისრაელი, 2669), ნილს გრანდელიუსი (შვედეთი, 2643), ერიკ ჰანსენი (კანადა, 2603), ბენჟამინ ბოკი (ჰოლანდია, 2598), ჩინელი ქალბატონი თინჯი ლეი (2468) და სხვები.

მთავარ ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ ვეიკ-ან-ზეეს ტურნირის
ხუთგზის გამარჯვებული, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2840), ვესლი სო (აშშ, 2794), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2785), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2785), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2771), პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2770), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2767), პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2762), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2749), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2737), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2717), იი ვეი (ჩინეთი, 2707), ლოეკ ვან ველი (ჰოლანდია, 2696) და ბასკარან ადჰიბანი (ინდოეთი, 2666).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ,თუმცა მგონი ეს მისთვის ახლა პირველი ტურნირია და დიდია პროცენტი რომ გაუჭირდეს
koka
16:04 11-01-2017
0
ძალიან ჭკვიანი და ლამაზი გოგო არის. გამარჯვებებს ვუსურვებ.
ლუკა
12:50 11-01-2017
0

სიახლეები პოპულარული