მთავარი სპორტული მოვლენები Palitratv.ge-ს სპეცპროექტში "გადაახვიე 2016"

AutoSharing Option
საინფორმაციო ვიდეოპორტალი Palitratv.ge 2016 წლის მთავარ მოვლენებს აჯამებს და მაყურებლებს სპეცპროექტს - "გადაახვიე 2016" სთავაზობს.

როგორც Palitratv.ge-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი გიორგაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რედაქციამ გადაწყვიტა, რომ 2016 წლის ამბები ახალი ვიზუალური ფორმით მოეთხრო მაყურებლისთვის.

"გადაახვიე 2016" Palitratv.ge-ს სპეცპროექტია, რომელიც 8 საინტერესო, ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებული ნაწილისგან შედგება. მთავარი კი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, ის არის, რომ წელს Palitratv.ge-ს მაყურებელს მთავარ ამბებს საქართველოში ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ინტერნეტგამოცემების რედაქტორები და ჟურნალისტები უყვებიან. ამასთან, სპეცპროექტი ბევრი განსხვავებული ვიზუალური ელემენტისგან შედგება. მაყურებელი ინფორმაციას ვიდეომასალასთან
ერთად ინტერაქტიული გრაფიკის საშუალებითაც ნახავს", - განაცხადა გიორგაშვილმა.

Palitratv.ge-ს სპეცპროექტში ასევე შეძლებთ გაეცნოთ 2016 წლის მთავარ სპორტულ მოვლენებს.

იხილეთ პროექტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული