სხვადასხვა

საინტერესო ამბები

არ ითამაშო - იცხოვრე! - ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და წამოიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე", ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს სწორი­ და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.

- "პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

მკითხველები, მსმენელები თუ მაყურებ­ლები წერილებში, სატელეფონო ზარების­ თუ მედიასახლში პირადი ვიზიტისას ონლაი­­ნკაზინოებით გაუბედურებულ თავ­იანთ ოჯახის წევრებზე თუ მეგობრებზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ნუთუ შეიძლება ადამიანი ასე დაეცეს?

სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ასევე, ფაქტია ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც გაგვიშუქებია თამაშდამოკიდებულ ადამიანებთ­ან დაკავშირებით,
მხოლოდ ზღვაში წვეთია. თუმცა იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს სოციალურ კამპანიას მისი დაწყების პირველივე დღიდან შედეგი აქვს. თუნდაც ჩვენს მედიასაშუალებებში რეკლამის აკრძალვის შედეგად - "პალიტრამედია" იმხელა აუდიტორიას მოიცავს, რომ წარმოიდგინეთ, ასიათასობით მკითხველს, მსმენელს თუ ტელემაყურებელს (მათ შორის, არასრუ­ლწლოვნებს) არ ექმნებათ ცრუ სარეკლამო ილუზია, რომ "წავიდეს, ითამაშოს და უცბად გამდიდრდეს".

რა თქმა უნდა, ჩვენმა მედიაჰოლდინგმა შეგნებულად თქვა უარი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თუნდაც­ ერთი ოჯახი გადაგვერჩინა გაღატაკებისა და გაუბედურებისგან.

თავისთავად, ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების მეპატრონეებსა თუ წარმომ­ადგენლებს არ მოსწონთ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ "პალ­იტრამედიის" აუდიტორ­იაზე. მათ აღიზიანებთ სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე". თუმცა­ ყველაზე მეტად აი, რისი ეშინი­ათ­ - ემანდ, კამპანიამ მიზანს არ მია­ღწიოს და საკანონმდებლო დონეზე არ დაწესდეს შემზღუდავი­ რეგულაციები ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე, ვაითუ, ვეღარ ითამაშონ არასრულწლოვნებმა, რაც მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია და ზოგადად, შეიქმნას ბარიერი თამაშდამოკიდებულების ჩიხისკენ მიმავალ გზაზე.

სწორედ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა - რეგულაციების დაწესებით ონლაინკაზინოები და ბე­თები რისკჯგუფებში­ მყოფ მოქა­ლაქეებს თამაშში მილიონებს ვეღარ მოუგებენ და ვეღარ გაღლეტენ.

Sportall.Ge

ამ გაღიზიანებისა და შფოთის სადემონსტრაციოდ სულ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორ "ევროპაბეთის" თანამშრომელმა,­ ვინმე ლაშა გოგუამ, "ფეისბუკში" დაწერა: "სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს "პალიტრამედია", ინტერნეტის ქართული ბაზარი არ განვითარდება. ვაცხადებ როგორც ერთ-ერთი­ იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიჯიტალ ბიუჯეტი აქვს... ისე გამახსენდა, უბრალოდ".

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ ონლაინბეთს შეექმნა ის პრობლემა,­ რომ ინტერნეტრეკლამისგან შესაბამის ეფექტს­ ვეღარ იღებს. ეს არც არის გასაკვ­ირი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონლაინკაზინო-ბეთებისთვის "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები აკრძალული ზონაა.­ ჰოდა, ამით გაღიზიანებულ ვაჟბატონს ისე გაახსენდა, უბრალოდ"(!).

ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს. ძალიან კარგი, თუ ინტერნეტრეკლამა მათთვის ეფექტიანი აღარ არის და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე