ფიფამ საკუთარ რიგებში კოსოვო და გიბრალტარი მიიღო

AutoSharing Option
მექსიკაში ფიფას რიგით 66-ე კონგრესი დასრულდა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის რანგში, ჯანი ინფანტინო ფიფას კონგრესს პირველად უძღვებოდა.

საქართველოს მეხიკოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი წარმოადგენდა.

მექსიკის დედაქალაქში გამართულ ორდღიან კონგრესზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

ფიფას 210-ე წევრად კოსოვო დამტკიცდა, 211-ე წევრი კი გიბრალტარი გახდა. ორივე შემთხვევაში ფარული კენჭისყრა გაიმართა. ფიფას ახალი წევრები ხმათა უმრავლესობით შეემატნენ.

ფიფას ისტორიაში პირველად, გენერალური მდივნის პოსტს ქალბატონი დაიკავებს. ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჯანი ინფანტინომ 54 წლის სენეგალელი დიპლომატი, ფატმა სამურა წარადგინა, რომელიც 1995 წლიდან გაეროში
მუშაობს და აფრიკის კონტინენტზე არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორია.

ფიფას კონგრესზე ასევე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შერჩევის პროცედურაზე იმსჯელეს. აღნიშნულ თემას მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო უახლოეს კონგრესზე დაუბრუნდება. მასპინძელ ქვეყანას კი 2020 წლის მაისში დაასახელებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული