ლელო, ასპარეზობა... უძველესი ქართული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება

AutoSharing Option
საქართველო უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა. აქ ბევრი ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ასეთებია ტრადიციული სპორტული თამაშებიც, როგორიცაა: ბერიკაობა, ასპარეზობა, თარჩია, ლელო, ყაბახი, ასკინკილა და სხვ. რომელთა მიზანი არამხოლოდ გართობა და დროის გაყვანა, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიმამაცის გამოწვრთნა იყო.

ლელო - ეს თამაში რაგბის ქართული წინამობედია. იგი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული გუნდური თამაში იყო. როგორც აკადემიკოსი ნიკო მარი ამბობს, ეს თამაში ბასკეთშიც ყოფილა გავრცელებული, სადაც გამარჯვებულები ლელოს გატანის დროს სიხარულს შეძახილით - "ლელო" - გამოხატავდნენ. ეს სახელი მზის
კულტთან დაკავშირებული ღვთაების სახელი იყო.

ტრადიციული ძველი ლელო დღესაც იმართება ყოველ აღდგომას გურიაში, სოფელ შუხუთში. სოფელი ორ დაპირისპირებულ ბანაკად იყოფა და თოთოეული პირველობის მოსაპოვებლად იბრძვის.

ასპარეზობა - ცხენოსნობასთან და ცხენთან დაკავშირებულ თამაშობებს ერქვა. ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო ცხენოსნობა - დგენა, დოღი, მარულა, ჯირითი, თარჩია, ბურთაობა - ჩოგანბურთი, გადრი, რადი, საგანთსროლა - ყაბახი, აშფაშაგი და სხვ.

ასპარეზობის ნაირსახეობები დღეს მრავლადაა შემორჩენილი, ძირითადად ზაფხულში მთაში იმართება. მაგალითად, გურიის კურორტ ბახმაროში ყოველი წლის აგვისტოში, დოღი იმართება, სადაც ძირითადად, გურიიდან და აჭარიდან ჩასული მხედრები იღებენ მონაწილეობას.

იხილეთ სრული სტატია

ნათია ჯიჯავაძე
allnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული