სხვადასხვა

საინტერესო ამბები

Ambebi.Ge: გიორგი ჭანტურია ქართველ მოდელს, ნინი გოგიჩაიშვილს ხვდება [PHOTO]

AutoSharing Option
"დუისბურგის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია მოდელ ნინი გოგიჩაიშვილს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Ambebi.Ge ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შეყვარებულები გრძნობებს არ მალავენ და სოციალურ ქსელშიც უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში.

Ambebi.Ge-მ ამბის გადამოწმება ნინი გოგიჩაიშვილთან სცადა. მოდელმა ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ ის და გიორგი უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ით გაიცნო ტელემაყურებელმა. ცნობილ დასთან, ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება თბილისში ელიტური თავშეყრის ადგილებში.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჭანტურია საქართველოს ნაკრებშია
გამოძახებული და 29 მარტს "დინამო არენაზე" "ჯვაროსნები" ყაზახეთს უმასპინძლებენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ