სხვადასხვა

საინტერესო ამბები

დღის კარიკატურა: სოსო ჯაჭვლიანის "საჩუქარი" მკლავჭიდელებს

AutoSharing Option
ბოლო დროს ქართულ სპორტულ ფედერაციებში სკანდალებითა და დაპირისპირებებით "განებივრებულები" ვართ. ახლახან დაძაბულობა იყო ჩვენს ფეხბურთში, რაგბიში, ძიუდოში... და აი, ახლა წყალი მკლავჭიდშიც აიმღვრა. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს დაუპირისპირდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.

რა თქმა უნდა, ფაქტი უსიამოვნოა, მაგრამ არის ერთი დეტალი, რამაც ღიმილი მოგვგვარა - მკლავჭიდელებმა ბატონ სოსოს "ცოდვა" გაუმხილეს - მალაიზიაში ჩემპიონატზე ჩასული საქართველოს ნაკრები საროსკიპოში დააბინავაო...

მტყუან-მართლის გარკვევა და
სიმართლის დადგენა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ჩვენი რუბრიკიდან გამომდინარე, სახუმარო ამბავი კი ნამდვილად არის. წარმოდგენაც კი "შოკისმომგვრელია" იმისა, თუ რა ჭკუაზე (და ჯანზეც) დადგებოდნენ ქართველი მკლავჭიდელები მალაიზიელი ტურფების გარემოცვაში.

და იქნებ ფედერაციის პრეზიდენტის ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად?
ასევე დაგაინტერესებთ