სხვადასხვა

საინტერესო ამბები

"კახა, ჩამოდი იტალიაში, ძალიან გვენატრები" - კალაძეს დაბადების დღე მილანელებმა მიულოცეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ფეხბურთელს, კახა კალაძეს დაბადების დღე ცნობილმა ყოფილმა ფეხბურთელებმა მიულოცეს.

მისალოცი ვიდეო კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის მიერ არის მომზადებული და მასში მონაწილეობენ ანდრეა პირლო, ალესანდრო ნესტა, ანდრეი შევჩენკო, პაოლო მალდინი, ადრიანო გალიანი და ა.შ.

ყოფილი თანაგუნდელები, მათი ოჯახები და ზოგადად, ის ხალხი, ვისთანაც კალაძეს მეგობრობა აკავშირებდა იტალიაში, "მილანში" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს დაბადების დღეს ულოცავენ და იტალიაში ჩასვლას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს კახა კალაძეს 37 წელი შეუსრულდა.
ასევე დაგაინტერესებთ