რონალდო და "ჰერაკლე" ერთმანეთს შეიკის გამო ხოცავენ [VIDEO]

AutoSharing Option
ინტერნეტსივრცეში პოპულარობას იხვეჭს ვიდეო, რომელშიც დუეინ ჯონსონი და კრიშტიანო რონალდო ერთმანეთს რესტლერის რინგზე უპირისპირდებიან.

ოღონდ მათი ჩხუბი ვიდეოთამაშში მიმდინარეობს და არა რეალურ ცხოვრებაში. ჯონსონი და რონალდო ერთმანეთს დაუნდობლად სცემენ. ამის მიზეზი კი ულამაზესი ირინა შეიკია.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირინა შეიკმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოსთან დაშორების შემდეგ რომანი დუეინ ჯონსონთან გააბა, რომელიც რესტლერის ყოფილი და ჰოლივუდის მოქმედი ვარსკვლავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული