ეს არაჩვეულებრივია - რას ჰყვება პორნოვარსკვლავი ლიზა ენი NBA-ს მოთამაშეებზე

AutoSharing Option
ცნობილმა პორნომსახიობმა ლიზა ენმა, ნბა-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩთან" დაკავშირებით, GQ-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სპორტსმენებთან ურთიერთობაზე ელაპარაკა.

ლიზა განსაკუთრებით აღფრთოვანებული კალათბურთელებითაა.

მაიკ ტაისონის შემდეგ ყველა დაიმალა
"ურთიერთობა სპორტსმენებთან ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სპორტსმენებს თავისუფლად შეეძლოთ სტრიპ-კლუბებში სიარული, მაგრამ მაიკ ტაისონის დაპატიმრების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

მას შემდეგ ვითარება შეიცვალა და აგენტებმა და პიარ-მენეჯერებმა თავ-თავიანთი კლიენტებისთვის თავად დაიწყეს გოგონების შერჩევა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ უკანასკნელებს ყოველ ჯერზე უხდებოდათ ხელმოწერა გამზადებულ დოკუმენტებზე, რათა შემდეგ სასამართლოში ჩივილის ან სქესობრივი კავშირის
შესახებ საჯაროდ საუბრის უფლება არ ჰქონოდათ.

მე მსგავსი არაფერი დამჭირვებია, მაგრამ ჩემნაირები ცოტანი არიან".

თავმოყვარე სპორტსმენებთან სექსი უსაფრთხოა
"სპორტსმენებთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ არ დამიწყებენ ცემას ან თვალთვალს. არ მახსოვს, რომ სპორტსმენს ჩემთან უკადრებელი ეკადროს - ამით ხომ ისინი უფრო მეტის დაკარგვას რისკავენ, ვიდრე მე.

საქმეს ყოველთვის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან ვიჭერ, თუმცა ფუფუნებაზე არ ვარ დაგეშილი. საკუთარი შრომით გამოვიმუშავე ის ფული, რაც გამაჩნია და როდესაც ვინმეს ვხვდები, შემიძლია პირდაპირ ვუთხრა: "აი, ესაა, რაც გამაჩნია".

ურთიერთობა ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს, სადაც დაჩაგრულად თავს არავინ იგრძნობს".

ნბა-ს მოთამაშეები სხვებზე კარგი საყვარლები არიან
"უპირატესობას ნბა-ს მოთამაშეებს ვანიჭებ, რადგან გრძელი სეზონი აქვთ და მეტსაც მოგზაურობენ. აი, ამერიკულ ფეხბურთში სულ 17 სათამაშო კვირაა და ფეხბურთელები დიდ დროს შინ ატარებენ.

კალათბურთელები უფრო განათლებული ათლეტების როლს ირგებენ. არაჩვეულებრივია, როდესაც მათ შიშვლად ვხედავ. ეს გარკვეულწილად მოტივაციასაც მმატებს, რადგან მინდა ხოლმე, მათ კონკურენცია გავუწიო".

დაუშვებელია ერთ გუნდში ერთზე მეტი საყვარლის ყოლა
"არასდროს ვხვდები ერთი გუნდის რამდენიმე მოთამაშეს ერთადროულად. არ მინდა, გასახდელში გარჩევების მიზეზი გავხდე. მინდა, რომ ისინი თავს განსაკუთრებულებად გრძნობდნენ.

ზოგჯერ ხდება ისე, რომ ერთბაშად შენი სამი თაყვანისმცემელი აღმოჩნდება ერთ გუნდში. ამ შემთხვევაში დროებით უკან უნდა დაიხიო და მხოლოდ მიმოწერით შემოიფარგლო.

არის ხოლმე განსაკუთრებული შემთხვევებიც. მაგალითად, ერთხელ ტორონტოში გავემგზავრე, რათა იქაური გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს შევხვედროდი. "ტორონტო" "ორლანდოს" წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც გაცვლის შედეგად ერთბაშად სამი "ჩემი ბიჭი" აღმოჩნდა. შესვენებაზე "ტორონტოს" მოთამაშესთან მივედი დასალაპარაკებლად. სწორედ მაშინ მის ზურგსუკან ის სამი აღმოჩნდა. იმ წუთას ქვეყანა თავზე დამემხო - იმ სამმა ერთმანეთზე არაფერი იცოდა. დამინახეს, როგორ ვიდექი გაქვავებული. ჯერ მე მიყურებდნენ, მერე ერთმანეთს, ბოლოს კი ტორონტოელს დაუწყეს ყურება. მეთქი, "ჰო"...

ერთად მაგარი ღამე გვქონდა, ყველანი მაგრად გაისარჯნენ, მე კი მათ ჩავუტარე გაკვეთილი, რომ ქალებსაც შეგვიძლია თამაში".
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი გაზლება გქონია.
უტრუხუნე
21:25 16-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული