1-ელ მარტს ჟურნალ "ლელო WEEK"-ის ახალი ნომერი გამოვა

AutoSharing Option
შაბათს, 1-ელ მარტს გამოვა ჟურნალ "ლელო WEEK"-ის ახალი, მე-12 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ ერთი კვირის მოვლენების ტრადიციულ მიმოხილვას;

ინტერვიუს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მორაგბე მერაბ კვირიკაშვილთან;

რუბრიკით - "დაკარგული თაობა" - შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ თბილისის "დინამოს" ყოფილ ნახევარმცველ ნუკრი კაკილაშვილთან;

გია გეგუჩაძე აფასებს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების საევროპო შანსებს წილისყრის შემდეგ;

კონსტანტინე გოგიშვილის რუბრიკაში - "პორტრეტები" - გთავაზობთ წერილს თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ კაპიტან მანუჩარ მაჩაიძესთან;

"ერთი ფოტოს ისტორია" - ამ რუბრიკით წაიკითხავთ საინტერესო წერილს, რომელშიც გაიგებთ, როგორ დაამარცხეს რევაზ ჩელებაძემ და ხუთმა
ქართველმა მათეუსის, ფიოლერისა და ლიოვის გერმანია;

გაეცნობით კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძის აზრებს ევრობასკეტის წილისყრაზე და არა მარტო;

ირაკლის თავაძის საჭიდაო ანალიზი და სხვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული