25 იანვარს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა

AutoSharing Option
შაბათს, 25 იანვარს გამოვა ჟურნალ "ლელო week"-ის მე-7 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

კვირის მთავარი მოვლენების მიმოხილვას;

რუბრიკით - "სახელები", გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარულ კაპიტან მურთაზ ხურცილავასთან;

პროფესიული კარიერის ეპიზოდებს იხსენებს და დღევანდელობას აფასებს არჩილ არველაძე;

ისტორიის სათავეებთან, ანუ ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიქმნა თბილისის "დინამო";

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ "ლივერპულის" ფორვარდ ლუის სუარესის ისტორია;

ანალიზი, რომელიც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას "ჩიკაგო ბულსში" გადასვლას ეხება;

საინტერესოა ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, კლავი ვუდვორდისა და ამავე გუნდის მოთამაშის, 2003 წლის მსოფლიოს
თასის ერთ-ერთი გმირის - ჯონი ვილკინსონის საუბარი.

რევოლუციური ძვრები ფორმულა 1-ში და სხვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი უაზრო ჟურნალი გააკეთეთ,გეტყობათ რომ არ ხართ პროფესიონალები,უცხოურ ფეხბურთზე მეტი უნდა ეწეროს.
ზურა
12:59 24-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული