ჭაბუკთა A ლიგა: დაუმარცხებელი ორია: "აკადემია" და "ქუთაისი 1"

AutoSharing Option
ჭაბუკთა A ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. მიუხედავად ამისა, შეჯიბრებაში ორი ისეთი გუნდი ასპარეზობს, რომლებიც ჯერაც დაუმარცხებელნი არიან. ესენია: თბილისის "აკადემია" და ქუთაისის პირველი გუნდი.

A ჯგუფს სწორედ აკადემიელები ლიდერობენ. ეს გუნდი გათამაშების დასაწყისიდან დღემდე შესანიშნავად ასპარეზობს და საბოლოო გამარჯვების მოპოვების რეალური კანდიდატია.

"აკადემიამ" მორიგ ტურში შინ დაამარცხა აუტსაიდერი ჭიათურის "იმერეთი" 45:0 და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

აკადემიელებს კვალში უდგას რუსთავის "ხარები", რომელთან სათამაშოდაც თბილისის "ხულიგანა" არ გამოცხადდა. რუსთაველთა კონკურენტია "არმია", რომელსაც
შვიდი ქულით უსწრებს. არმიელებმა უმოტივაციოდ დარჩენილი "ყოჩების" დამარცხება დიდი ანგარიშით შეძლეს - 45:0.

A ლიგა
A ჯგუფი
არმია-ყოჩები 45:0, ხარები-ხულიგანა (ხულიგანა არ გამოცხადდა), აკადემია-იმერეთი 45:0

სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 41 ქულა, 2. ხარები - 33, 3. არმია - 26, 4. ხულიგანა - 21, 5. ყოჩები - 19, 6. ვეფხვები - 4, 7. იმერეთი - 2.

XIV ტური
ყოჩები-აკადემია, ხულიგანა-ვეფხვები, იმერეთი-ხარები

B ჯგუფის ლიდერი თბილისის "ჯიქებია", რადგან ქუთაისის პირველ გუნდს, რომელიც ჯერაც დაუმარცხებელია, ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. "ჯიქებმა" განვლილ ტურში "ჯვაროსნებს" მოუგო 39:5 და ახლა 46 ქულა აქვს.

ქუთათურები მას ოთხი ქულით ჩამორჩებიან. მათ შედარებით მძიმე ბრძოლა გადახდათ თბილისის "არმაზთან", თუმცა მაინც დაძლიეს მისი წინააღმდეგობა - 26:10.

პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს თბილისის "ლოკომოტივიც", რომელიც ამჯერად ისვენებდა. რკინიგზელებს 37 ქულა დაუგროვდათ.

B ჯგუფი
ლელო-წიქარა 31:0, ჯიქები-ჯვაროსნები 39:5, ქუთაისი 1-არმაზი 26:10.

სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 46 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 42, 3. ლოკომოტივი - 37, 4. არმაზი - 28, 5. ლელო - 26, 6. ჯვაროსნები - 6, 7. ტაო - 5, 8. წიქარა - 5.

XIV ტური
წიქარა-ქუთაისი 1, ჯვაროსნები-ლელო, ლოკომოტივი-ჯიქები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული