სხვადასხვა

საინტერესო ამბები

ქართველები "ალპინიზმის ოსკარის" გამარჯვებულები გახდნენ

AutoSharing Option
ქართველმა ალპინისტებმა, არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა "ოქროს წერაყინი" ( Piolets d’Or) მოიგეს, გამარჯვებულებმა პრიზი აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.

ბადრიაშვილი, ტეფნაძე და გელაშვილი Piolets d’Or-ზე ნომინირებული აქამდე სამჯერ იყვნენ, წელს კი მისი მფლობელები გახდებიან. დაჯილდოების ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში ზღვის დონიდან ქვეყნის ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქ ბრიასონში გაიმართება.