ჟურნალ "არსენალის" ინიციატივით ფეინთბოლის ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
ფოტო: PaintBall Georgia

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ინიციატივით, 1, 2 და 8-9 ივლისს ფეინთბოლის გრანდიოზული ტურნირი გაიმართება, სადაც საქართველოს ბაზარზე არსებული კომერციული კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირი ოთხ ეტაპად ჩატარდება, გამარჯვებულ გუნდს "არსენალის" თასი გადაეცემა და ასევე, სპეციალური პრიზები "სილქნეტისა" და "ფრეგოსგან".

Sportall.Geტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა", საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, "პალიტრა მედია", "ოში", "ფრეგო" "ტოიოტა ცენტრი თეგეტა", "ავერსი", "ქებული", "სილქნეტი", "ხალიკ ბანკი", "აი ტექნიკი", "კასტროლი".

გუნდები ერთმანეთს ოთხ ეტაპად შეეჯიბრებიან
- პირველ ეტაპზე გაიმართება 6 შეხვედრა.

თამაშის სცენარი სტანდარტული იქნება, წაგებული გუნდები შემდგომ ეტაპებს ეთიშებიან.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, სამი თამაში გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს პირველ ეტაპზე გამარჯვებული 6 გუნდი.

ნახევარფინალში სამი თამაში გაიმართება, სადაც ყველა გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ფინალურ ეტაპზე ის გუნდები გადავლენ, რომელთა ანგირიშზეც 2 მოგებული თამაში იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ყოველი გუნდი მხოლოდ 1 თამაშის მოგებას მოახერხებს, შემდეგ ეტაპზე იმ გუნდებს მიენიჭებათ უპირატესობა, რომლებმაც მოწინააღმდეგე ყველაზე მცირე დროში დაამარცხეს.

ფინალური ეტაპის თამაში გრძელდება 3 ქულამდე, ანუ ფინალური ეტაპის გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად მოაგროვებს 3 ქულას. 1 მოგებული ბრძოლა - 1 ქულაა.

Sportall.Geპროექტში სულ 12 გუნდია და თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგება. სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, 2 სათადარიგო მოთამაშე დაემატოს და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს თამაშში.

Sportall.Geმთლიანობაში, ფეინთბოლში 60 მონაწილე ითამაშებს. შეჯიბრის შედეგი 2 ქულით შეჯამდება. ტურნირის გენერალური სპონსორია იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელი კომპანია "ოში". ტურნირის პარტნიორია Paintball Georgia.

ავტორი: ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული