ცნობილი ქართველი სპორტსმენები ბავშვობაში და ახლა [PHOTO]

AutoSharing Option
საინტერესო იმის ნახვა როგორ გამოიყურებოდნენ თანამედროვე ქართული სპორტის გამორჩეული სპორტსმენები ბავშვობაში.

ზაზა ფაჩულია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი გუნდის "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრი.


კახა კალაძე. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი. ამჟამად კალაძე საქმიანობას პოლიტიკის სფეროში აგრძელებს. ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ახლა კი თბილისის მერია. კალაძეს ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება.


შოთა და არჩილ არველაძეები. შოთას ტყუპისცალი ძმისგან განსხვავებით წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც შეეხება აჩის, მას
ხელი ტრავმებმა შეუშალა. შოთა არველაძე საქართველოს საუკეთესო ბობარდირად ითვლება. ამ დროისთვის შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა.


ვალერი ლიპარტელიანი. ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი მსოფლიოში. მას "ძიუდოს პროფესორადაც" კი მოიხსენიებენ. რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის არაერთი გზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.


გურამ კაშია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის "ვიტესის" კაპიტანი. კაშია გამოირჩევა პროფესიონალიზმით, რაც სამაგალითოა სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვის. "ვიტესის" ფანებს კაშია ძალიან უყვართ, მის საპატივცემულოდ სტადიონზე არაერთხელ გაშლილა გურამის გამოსახულებიანი ბანერი.


ვიქტო სანიკიძე. საქართველოს ნაკრების გამორჩეული კალათბურთელი. სანიკიძემ ზედმეტსახელი AIR GEORGIA საქართველოს ნაკრებში "ალეი უპების" წყალობით დაიმსახურა, როდესაც გიორგი ცინცაძის პასების შემდეგ ბურთს კალათში ეფექტურად ტენიდა.


ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები. ვაკო ყაზაიშვილი აშშ-ის ჩემპიონატში ასპარეზობს. გიორგი ჭანტურია "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც ერთ-ერტი ყველაზე გამორჩეული ტექნიკური მოთამაშეა. ამაჟამდ ის "ურალის" ღირსებას იცავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
11 ნომერი ბავშვებში შახტარის ფეხბურთელი ხოჭოლავაა
ფოთი
18:49 23-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული