ESS: 130 ჩაწყობილი მატჩი 2016 წელს?

AutoSharing Option
სპორტული უსაფრთხოების ევროპულმა ასოციაციამ (ESS) 2016 წლის შედეგები შეაჯამა.

ამ ორგანიზაციას 130 მატჩზე გაუჩნდა ეჭვი, რომ ის ჩაწყობილი იყო. სპორტის სახეობებიდან აბსოლუტური ლიდერი (103 მატჩი) გახდა ჩოგბურთი. მეორე ადგილი დაიკავა ფეხბურთმა (16).

ქვეყნების მიხედვით, ლიდერია საბერძნეთი - 11 "ჩაწყობილი" მატჩი (5 საფეხბურთო, 4 საკალათბურთო და 2 საჩოგბურთო). შემდეგ მოდის რუსეთი - 9 პოტენციურად ჩაწყობილი შეხვედრა (7 საჩოგბურთო, 2 საფეხბურთო). მესამე ადგილს იყოფენ ესპანეთი და იტალია - 7-7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული